reportiori.ge - რომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:30
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა
ავტორი:
27 დეკემბერი, 2014. 13:13

 

 

„მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა, როცა პრემიერ-მინისტრს მიმართა: ჩვენზე ნუ დარდობთ, ხარჯების გეგმაში ჩამორჩენას ამ დღეებში აღმოვფხვრით, შენობა უნდა ვიყიდოთო", - აღნიშნულ კომენტარს ეკონომისტი რომან გოცირიძე აკეთებს:


„ნებისმიერი გზით ფულის დახარჯვა ბიუჯეტის ე.წ. „შესასრულებლად" და არა მისი ეფექტიანად გამოყენება, ყველზე უცნაურ მოვლენად მოგვევლინა ბოლო წლების ქართულ საფინანსო ცხოვრებაში. „ხარჯი თავისთავად" - კანტსაც კი შეშურდებოდა ეს აღმოჩენა. ტრანსცედენტული ბიუჯეტირების ახალ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

 

P.S. მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნის პარადოქსი: თუ გადავწყვეტთ, რომ ჭა უნდა ამოვთხაროთ, სიმდიდრე იზრდება „ბიუჯეტიდან" ამ საქმეზე დახარჯული ფულის ოდენობით. თუ აღმოჩნდა, რომ შეცდომა მოგვივიდა, წყალი არ აღმოჩნდა და კვლავ მოგვიწია ორმოს ამოვსება, სიმდიდრე კიდევ უფრო იზრდება ამისთვის დამატებით გაწეული ხარჯების შესაბამისად. საბოლოოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება ისე, რომ არავითარი „პროდუქტი" შექმნილა. ამას ჰგავს მთავრობის მიერ უამრავი სუბსიდირებილი საქმეები ( მაგ. ხვნა-თესვა საბოლოო პროდუქტის ზრდის გარეშე და ასე შემდეგ).

 

მოკლედ, მთავრობის საფინანსო-ეკონომიკურ პარადოქსებზე უნდა დავწერო წიგნი. რა თქმა უნდა, სატირულ-იუმორისტული ფორმით", - აღნიშნავს გოცირიძე.




(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016