reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი სოფელ პერევის მოსახლეობას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:14
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი სოფელ პერევის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 12:25

რეინტეგრაციის მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ პერევის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი გადაადგილების პრობლემას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების საკითხს შეეხო. ასევე განიხილეს საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლების- სინაგურისა და ქარძმანის მოსახლეობასთან მიმოსვლის საკითხი. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის- ინგა ზაბახიძის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ქართული პასპორტების აღების სურვილი აქვთ. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებზე, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან ერთად იმსჯელებს.

„ხელისუფლების ამოცანაა, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი და უკეთესი საცოხოვრებელი პირობები შეგიქმნათ",- განუცხადა ადგილობრივებს პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016