reportiori.ge - „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი“: ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1,2 ლარს არ აღემატება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:50
ეკონომიკა
„თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი“: ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1,2 ლარს არ აღემატება
ავტორი:
30 დეკემბერი, 2014. 11:17

 

 

„თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი" აფასებს, რა გავლენა აქვს ნავთობის საერთაშორისო ფასებს საქართველოს ეკონომიკაზე. 



მათი შეფასებით, ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალაა და მისი დაბალი ფასი, როგორც წესი, ეკონომიკის სტიმულირებას განაპირობებს. „თუმცა ნავთობის დაბალმა ფასებმა საქართველოზე შესაძლოა არაერთმნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთი მხრივ ნავთობზე, შესაბამისად ბენზინზეც, ფასების გაიაფება ცალსახად პოზიტიური იქნება ქართული ეკონომიკის სხვადასხვა ფაქტორებისთვის. თუმცა, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავის მეზობელ, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე - რუსეთსა და აზერბაიჯანზე, შესაძლოა, ფასების შემცირებით გამოწვეული პოზიტიური ეფექტები განეიტრალდეს. კერძოდ, საქართველო დამოკიდებულია აზერბაჯანსა და რუსეთზე შემდეგი მიმართულებით:



პირდაპირ უცხოური ინვესტიციები - 2014 წ. III კვარტლის მონაცემებით, აზერბაიჯანსა ($219 მლნ ან/და 24%) და რუსეთზე ($55 მლნ ან/და 6%) ჯამურად პუი-ს 30% მოდის. ფულადი გზავნილები - 2013 წელს რუსეთიდან გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 54% ან/და $800 მლნ შეადგინა; 2014 წლის 11 თვის მონაცემებით კი რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია და ის მთლიანი გზავნილების 50% ან/და $662 მლნ-ს შეადგენს. აზერბაიჯანის წილი ფაქტობრივად უმნიშვნელოა და 1-2%-ის ფარგლებშია. ექსპორტი - 2013 წლის მონაცემებით ქართული საექსპორტო ბაზრის ნომერ პირველი და ნომერ მესამე მოთამაშეები სწორედ აზერბაიჯანი (25%) და რუსეთი (7%) იყვნენ. 2014 წელს კი 11 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში ექსპორტი 20%-მდეა შემცირებული, რუსეთში კი 10%-მდე გაზრდილი. 2015 წელს ნავთობზე ფასების დაბალმა ფასებმა შესაძლოა საქართველოს ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს დიდი ზიანი მიაყენოს და შედეგად საქართველოც დაზარალდეს, ზემო ხსენებული მიზეზების გამო", - აცხადებს „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" წარმომადგენელი, ვახტანგ ჭარაია და აღნიშნავს, რომ ორმაგი დარტყმის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ბენზინის ფასების ქართულ ბაზარზე გაიაფების ხელშეწყობა, რათა ეკონომიკის პროგრესირებას შეეწყოს ხელი.



ქართულ ბაზარზე დღეს დამყარებული ფასები საკმაოდ მაღალია, ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ნავთობიმპორტიორების მიერ (ლუკოილი", სოკარი", გალფი", ვისოლი" და სხვები) ბენზინის ფასის საშუალოდ 10-15 თეთრით გაიაფება და დამატებით .. საახალწლო ფასდაკლებების შემოღება - პრემიერ-მინისტრის ერთი განცხადების საფუძველზე... აგრეთვე საინტერესოა, რომ ბენზინის საშუალო ფასი კონსოლიდირებულ ტენდერზე დაახლოებით 50 თეთრით უფრო დაბალია, ვიდრე საცალო გაყიდვაში, ნავთობკომპანიები კი არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებენ მათი ინტერესების საზიანოდ და მაგალითად, თუ კონსოლიდირებულ ტენდერზე სუპერის ტიპის ბენზინს ისინი მთავრობას აწვდიან 1,57 თეთრად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ფასის პირობებშიც ისინი მოგებაზე გადიან, საცალო გაყიდვის ფასზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩვენი გაანგარიშებით, ბენზინის თვითღირებულების საშუალო ფასი დღეს ბაზარზე 1,2 ლარს არ აღემატება!" - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.




(წყარო: bpn.ge)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016