reportiori.ge - ემზარ ჯგერენაია: რეალურად ორხელისუფლებიანობის წინაშე ვდგავართ, რომელიც ინვესტორს აფრთხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:36
ეკონომიკა
ემზარ ჯგერენაია: რეალურად ორხელისუფლებიანობის წინაშე ვდგავართ, რომელიც ინვესტორს აფრთხობს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 12:27

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პრეფესორ ემზარ ჯგერენაიას აზრით, ქართულ ეკონომიკას ძალიან აფერხებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგოამრეობა. ამის შესახებ მან გაზეთ ბანკები და ფინანსებთან" ინტერვიუში განაცხადა:

„ინვესტიციური სახსრების არსებობის პრობლემის წინაშე ვართ. ორხელისუფლებიანობის დამთავრებამდე სიტუაცია არ შეიცვლება. წინა ხელისუფლების დროს 2500-ზე მეტ ბიზნესმენს წაართვეს ქონება, ბიზნესი. ისინი ელოდებიან, რომ დაიბრუნებენ ქონებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ უბრუნდებათ. მეორეს მხრივ, ვინც ფლობს ამ ქონებას, ისინი ფიქრობენ, რომ წაართმევენ, აქედან გამომდინარე, ორივე მხარე მოლოდინის რეჟიმშია, ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა, რამაც ძალიან შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

ვფიქრობ, ბიუჯეტის შესრულება საფრთხის ქვეშ დადგება. ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე იყო გათვლილი და სასწრაფოდ რეზერვია მოსაძებნი, რომ ამოივსოს ეს „უფსკრული", 6%-იან და 0%-იან ზრდას შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საკითხი დგას მწვავედ.

მთავრობამ უნდა მიიღოს და შეიმუშავოს საფუძვლიანი ეკონომიკური გეგმა და მოახდინოს სასწრაფოდ მისი იმპლიმენტაცია. იმ სირთულეების ფონზე, რომელსაც სოციალურად დატვირთული ბიუჯეტი ქმნის, თამამი რეფორმების განხორციელება ძალიან ჭირს, უბრალოდ აუცილებელია რეფორმების დაწყება, სხვანაირად ქვეყანა მდგომარეობიდან ვერ გამოვა",-აღნიშნა ექსპერტმა ინტერვიუში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016