reportiori.ge - გიორგი კაკაურიძე: ვერ ვიტყვი, რას გულისხმობენ ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:52
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ვერ ვიტყვი, რას გულისხმობენ ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტში
ავტორი:
05 იანვარი, 2015. 17:15


ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერმინი - ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი არ ესმის რას ნიშნავს. კაკაურიძის თქმით ბიუჯეტი 100 პროცენტითაა შესრულებული.


„ვერ ვიტყვი, რას გულისხმობენ ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტში, მსგავსი ტერმინი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და მით უმეტეს, არც საქართველოში. შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც შეეხება გადასახდელებს, ამ კუთხით ათვისება არის ყველაზე მაღალი 2014 წლის განმავლობაში, ეს არის 98.8 პროცენტი. ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დაგეგმილი იყო, დიდი ნაწილი შესრულებულია," - აცხადებს კაკაურიძე


შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო ცრუობს და ბიუჯეტი არ შესრულებულა.


„ბიუჯეტი არ შესრულებულა შემოსავლების ნაწილში. ფინანსთა სამინისტროს ფურცელზეა მხოლოდ ის შესრულებული და აღებული საგარეო ვალით, რომელიც ბოლო 2 თვეში ავიღეთ," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016