reportiori.ge - მსოფლიო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ბარბაროსულმა, ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც ადამიანთა დიდი მსხვერპლი მოჰყვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:33
პოლიტიკა
მსოფლიო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ბარბაროსულმა, ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც ადამიანთა დიდი მსხვერპლი მოჰყვა
09 იანვარი, 2015. 17:05



         ევროპის ცენტრში, კონკრეტულად ჟურნალისტებზე, ასეთი სასტიკი ფორმით ნადირობა, ათმაგად შემაშფოთებელი და დასაგმობია!

 

„რეპორტიორის" ჟურნალისტთა კოლექტივი  არა მარტო უცხადებს სოლიდარობას საფრანგეთის ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, არა მარტო იზიარებს დაღუპული ჟურნალისტების ოჯახების, ახლობლების, მეგობრების და კოლეგების ტკივილს, არამედ  უერთდება საზოგადოების ცივილიზებული ნაწილის აღშფოთებას და გმობს მომხდარს, რადგან მიაჩნია, რომ ნებისმიერ  ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიცოცხლის ხელყოფას მხოლოდ უბედურება მოაქვს, რაც კიდევ უფრო ამწვავებს, უფრო ზრდის დაპირისპირების ნაპრალს, რელიგიურ ფუნდამენტალისტებსა და მსოფლიო საზოგადოებას შორის!

 

„რეპორტიორი" მოუწოდებს კოლეგებს ყველგან, საზღვარგარეთ თუ საქართველოში კვლავაც შეუპოვრად ამხილონ ძალადობის მკვებავი ძალები, რელიგიური ფუნდამენტალიზმის და ადამიანებზე ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება რომელი მხრიდან და რა ფორმითაც არ უნდა მომდინარეობდეს ის.  ამასთან კომპეტენტურად, მაქსიმალური სიფრთხილით გააშუქონ რელიგიურ რწმენასთან დაკავშირებული უაღრესად ფაქიზი თემატიკა,  ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016