reportiori.ge - ზაზა მეიშვილი : სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ მზად არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:44
სამართალი
ზაზა მეიშვილი : სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ მზად არის
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 13:38

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო სექტორი და მოსამართლეები შეხვედრას მართავენ. საუბრის მთავარი თემა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერების გზებია.

კონფერენციას მოსამართლეთა ასოციაციების, ასევე ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ინიტა პაულოვიჩამ გახსნა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის შეხვედრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს სასიკეთოდ წაადგება. 

 შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი ესწრება. მისი განცხადებით, სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ მზად არის. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. სამოქალქო სექტორისგან   სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებიმოსაზრებებს  მოვისმენთ. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა  სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ზაზა მეიშვილმა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორი UNDP საქართველოში სასამართლო სისტემის გაძლიერებას ცდილობს, რაც - მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სასამართლო სისტემის გახსნილობას შეუწყობს ხელს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016