reportiori.ge - უძრავი ქონება 5-7%-ით გაიაფდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:53
ეკონომიკა
უძრავი ქონება 5-7%-ით გაიაფდა
ავტორი:
12 იანვარი, 2015. 14:14



გაზეთი „რეზონანსი" დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების სააგენტოების ხელმძღვანელებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უძრავი ქონება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-7%-ით გაიაფდა. ცვლილება განსაკუთრებით მეორად საცხოვრებელ ბინებს შეეხო, თუმცა რეალიზაციამ თბილისის მთელ ტერიტორიაზე იკლო.


„უძრავ ქონებაზე მეტი მოთხოვნა ჯერჯერობით გარეუბნებშია, სადაც ბინების ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. ცენტრში უფრო ახალაშენებული ბინები იყიდება. საბჭოთა პერიოდში აშენებული ბინა მომხმარებელს უკვე მორალურადაც აღარ უნდა. ვისაც აქვს, ისიც ცდილობს გაყიდვას და ახალი ბინის ყიდვას ბანკების თუ სხვა საშუალებით. რეალიზაციაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, ასეთია თუნდაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ინვესტიციები და სხვა. ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა მოქალაქეთა გარკვეული განწყობილებისა და გემოვნების ასახვა. აქედან გამომდინარე, მეორად ბინებზე ფასმა დაახლოებით 5-7%-ით იკლო, ახლებზე კი, მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. ამიტომაა, რომ გარეუბნებში მშენებლობა ნაკლებად მიმდინარეობს, ვიდრე დედაქალაქის ცენტრში, ფასზე გავლენა კონკურენციამაც მოახდინა. ბოლო დროს ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომელიც მშენებლობითა და ბინების რეალიზაციითაა დაკავებული. ფაქტობრივად, დიდია მიწოდება, მოთხოვნა - ნაკლები და ამგვარმა დისბალანსმა ფასზე ადეკვატურად იმოქმედა", - განუცხადა „რეზონანსს" კომპანია „სიგმას" დირექტორმა ზურაბ ლაჩაშვილმა.


უძრავი ქონების სააგენტო „კიბის" დირექტორი ნელი გოგუაძე კი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ბინების ყიდვაც და გაქირავებაც უჭირს.

 

„ლარის კურსის დევალვაციამ და მისმა არასტაბილურობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, რეალური მყიდველი დავკარგეთ. ცენტრალურ უბნებში ამას ფასთა მკვეთრი ცვლილება არ მოჰყოლია, უფრო გაიაფდა ე.წ. პრობლემური ბინები. ის კი, ვისაც არ ეჩქარება, უძრავ ქონებას არ გააიაფებს" - აცხადებს ნელი გოგუაძე „რეზონანსთან" საუბარში.

 

(წყარო: რეზონანსი)

 

 

(წყარო: ინფო9.გე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016