reportiori.ge - შს მინისტრმა ე.წ. ჯიჰადის ვიდეორგოლების გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:01
პოლიტიკა
შს მინისტრმა ე.წ. ჯიჰადის ვიდეორგოლების გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 14:01

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ადრე განვაცხადე, გამოძიებაში აქტიურად გვეხმარება ამერიკული მხარე. არ ვთვლი, რომ ეს არის გაჭიანურებული. პირიქით, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვახმაურებ გამოძიების დეტალებს, ვინაიდან, დასრულებამდე არ გვსურს ისეთი დეტალები გავახმაუროთ, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს გამოძიების შედეგებზე. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ ყველანი ერთად. ასეთი სენსიტიური გამოძიების დროს სიჩქარე არ არის საჭირო.

რაც შეეხება ზოგადად ჩვენს გამოძიებაში სხვა სტრუქტურების ჩართულობას, მე საერთოდ ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩემი სამინისტროს საქმიანობაში, მუშაობაში, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩაერიოს. არავის საქმიანობაში არ ვერევი და ნურც ნურავინ ჩაერევა, ეს ძალიან მარტივია და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ გამოძიებაზე რაიმე ზეწოლა განახორციელოს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ საქმეში არის ჩართული ამერიკული მხარე, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ მოთმინება იქონიონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებსა და ქართულ საიტებზე, Hammad Zaman-ის სახელით თალიბანის სააგიტაციო ვიდეოები გავრცელდა, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების და ზოგადად, საქართველოს მიმართ ავღანურ მისიაში მონაწილეობის გამო მუქარას შეიცავდა. ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. იდენტიფიცირებულია IP მისამართი, რომლიდანაც მასალა აიტვირთა და დადგენილია ადგილმდებარეობა. გამოძიება აქტიურად მიმდინარობს და მასში ჩართულია FBI-ს და

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016