გასულ წელს ყვითელი ამბების მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ჰქონდათ საქმე. ცნობილმა სახეებმა იქორწინეს, ზოგმაც შეყვარებული გამოაჩინა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც წელს საზოგადოებას სკანდალური დაშორებით დაამახსოვრეს თავი.
გიორგი ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძის დაშორება, ალბათ, ბევრისთვის უცნაური არც ყოფილა, რადგან ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''გიორგისა და ჯულიანა ბარ-გნარის წყვილი მაყურებელსაც არ ტოვებდა გულგრილს. საბოლოოდ ჭორი გამართლდა და ზაფხულში გიორგისა და ანის ურთიერთობა აირია, წყვილმა ცხოვრება ცალ-ცალკე დაიწყო. მცირე ხნის წინ შერიგდნენ, მაგრამ ჯულიანასა და გიორგის ლამის ქორწილამდე მისულ ურთიერთობაზე პრესა დიდხანს წერდა.
ვერიკო ტურაშვილს ახლახან გოგონა შეეძინა, თუმცა ბავშვის მამას, ლაშა ნაკაიძეს, ფეხმძიმობის პერიოდში დაშორდა. ვერიკო მზად აღმოჩნდა დედობისთვის, ლაშა ოჯახისთვის - ნაკლებად. მიუხედავად დაშორებისა, მამამ პატარა გოგონა სამშობიაროში მოინახულა და როგორც ვერიკო ამბობს, წყვილს ნორმალური ურთიერთობა აქვს.
მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ამბავში ყველაზე სკანდალური ისიც გახლდათ, რომ წყვილი დიდი ხნის დაშორებული ყოფილა, უბრალოდ, ამ ამბავს არ ასაჯაროებდნენ. დღეს მხოლოდ ბავშვი აერთიანებთ და გიორგის ახალი შეყვარებული ჰყავს.
(წყარო: new.youpage.ge)