reportiori.ge - ირაკლი ალასანია: ჩვენი ამოცანაა რომ არჩევნები შეიარაღებულ ძალებში დეპოლიტიზირებული იყოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:02
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ჩვენი ამოცანაა რომ არჩევნები შეიარაღებულ ძალებში დეპოლიტიზირებული იყოს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 14:44

ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში მდებარე ქართულ ბაზებზე სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობას უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ, საარჩევნო უბნების ორგანიზებაზე, საარჩევნო გამოწვევებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.  როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ყველა ჯარისკაცი საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას, საკუთარი შინაგანი ნების მიხედვით მისცემს.

„ჩვენი ამოცანაა რომ არჩევნები ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მთლიანად დეპოლიტიზირებული იყოს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ, თუ როგორ ორგანიზებას გავუკეთებთ ქართულ კონტინგენტს ავღანეთში. ვისაუბრეთ ტექნიკურ საკითხებზეც. ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კავშირი გვექნება. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საპრეზიდენტო არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება.  შეხვედრას ასევე,  თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. კონსტანტინე ყიფიანი დაესწრნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016