reportiori.ge - დავით იაკობაშვილი ქართული აქტივების გაყიდვის მიზეზებზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:49
ეკონომიკა
დავით იაკობაშვილი ქართული აქტივების გაყიდვის მიზეზებზე საუბრობს
ავტორი:
21 იანვარი, 2015. 18:00


ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ქართული აქტივების გაყიდვის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, რუსული „როსნეფტის" შემოსვლის მიუხედავად, მას კომპანია „პეტროკასში" აქციათა საკონტროლო პაკეტი რჩება.


იაკობაშვილი საგანგაშოდ არ თვლის, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ფოთის ნავთობტერმინალში და სხვა აქტივებში წილის მფლობელი ხდება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ გარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.


მე პოლიტიკაში არ ვერევი და ასე მგონია, არც მთავრობა უნდა ჩაერიოს ბიზნესის საქმეებში. მთავრობას ის როლი აქვს, რომ ბიზნესის კეთება გაამარტივოს. ჩვენთან ათასზე მეტი კაცი დაიწყებს მუშაობას. გადაზიდვა ყველას სჭირდება, მთავარია, ხელი არ შეგვიშალონ და ყველაფერს გავაკეთებთ",-აცხადებს იაკობაშვილი.


„Petrocas Energy International" და „როსნეფტი" ერთობლივ კომპანიას ქმნიან. „როსნეფტმა" სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით „Petrocas"-ის აქციების 49% შეისყიდა.


სს „როსნეფტი" რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანიაა, რომლის აქციების 19,75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10,75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე.





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016