reportiori.ge - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფს ქმნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:31
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის განსახილველად სამუშაო ჯგუფს ქმნიან
ავტორი:
22 იანვარი, 2015. 17:54


 

ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთი რუსული მხარის მიერ შეთავაზებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის განსახილველად ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. პოლიტიკური საბჭო შეთანხმების პროექტის წინასწარ ვარიანტს ეთანხმება. შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების რეალური საფრთხის გაზრდით, მხარეები თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან.


რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ჩათვლით. ამ მიზნით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების ორგანოები შედიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ორგანოების შემადგენლობაში. ამის განხორციელება მხარეებმა უნდა მოახდინონ საბოლოო შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვს თვეში. თუ რომელიმე მხარე აგრესიის ქვეშ (შეიარაღებული თავდასხმა) აღმოჩნდება რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოების მხრიდან, ეს აგრესია (შეიარაღებული თავდასხმა) მეორე მხარის აგრესიადაც შეფასდება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს", - ნათქვამია რუსული მხარის მიერ შეთავაზებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტში.


ამავე პროექტის მიხედვით, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის გამშვები პუნქტები უქმდება. შეთანხმების მხარეები ასევე ერთობლივად იმოქმედებენ ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ.


გარდა ამისა, პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს ე.წ.  სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქების მიღების პროცედურების გასამარტივებლად.

რუსეთის მოქალაქეზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქება ან ბინადრობის ნებართვა აქვს, არ ვრცელდება შეზღუდვები სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ან მუნიციპალურ თანამდებობებზე დანიშვნისას.

 

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის ეტაპობრივად ზრდის სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომელთა საშუალო ხელფასს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შესაბამის უწყებებში არსებული შრომის ანაზღაურების შესაბამისად. 2016 წლიდან რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების ზრდას უზრუნველყოფს", - ნათქვამია პროექტის ტექსტში.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის კულტურული, სპორტული, ტურისტული პროგრამების განხორციელებაში დახმარებას. ტექსტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ძალაში მხოლოდ სარატიფიკაციო სიგელის გაცვლის შემდეგ შედის. შეთანხმება ფორმდება 25 წლის ვადით და ავტომატურად ხანგრძლივდება მომდევნო ათი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე არ გამოთქვამს წერილობით სურვილს მისი შეწყვეტის შესახებ.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

 

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016