reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: არ მინდა, კომენტარები გავაკეთო იმ ექსპერტებზე, რომლებიც მუდმივად შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:46
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: არ მინდა, კომენტარები გავაკეთო იმ ექსპერტებზე, რომლებიც მუდმივად შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ
30 იანვარი, 2015. 13:38



 

ერვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომენტარს არ გააკეთებს იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებიც მუდმივად შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ.

 

არ მინდაგავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების გამონათქვამებზე, რომლებსაც ექსპერტებს ვუწოდებთ, რომლებიც შეთქმულების თეორიებზე აპელირებენ მუდმივად, ეს სასაცილოა. რეფინანსირების განაკვეთი, ისევე როგორ მსოფლიოში, საქართველოშიც არის მოკლევადიანი მართვის ინსტრუმენტი და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იანვრის დასაწყისში 500 მილიონიდან 700 მილიონამდეა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.  

 

ქადაგიძის თქმით, საქართველოში მოკლევადიანი მართვის ინსტრუმენტების არსებობა  და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბანკები ამას იყენებენ მოკლევადინი ლიკვიდობის სამართავად.

 

 

ამის მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლდათ ის, რომ წლის ბოლოს მოხდა საბიუჯეტო ნაშთების ხაზინაში გადატანა, მოგეხსენებათ, ამიტომ 350 მილიონი გადავიდა ხაზინაში, 150 მილიონი უკან დაბრუნდა, შესაბამისად, ის 200-მილიონიანი დანაკლისი, რომელიც გაუჩნდათ ბანკებს და მეორე მხრივ, ჰქონდათ დასაცავი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, დაკომპენსირდა რეფინანსირების სესხების ზრდით. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძახით მოკლევადიან ლიკვიდობის მართვას და ეს არის ზუსტად რეფინანსირების ინსტრუმენტის დანიშნულება, არანაირი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება და ეს თანხები ხშირ შემთხვევაში ღია ბაზრის ოპერაციებზე გავლენას არ ახდენს, - განაცხადა ქადაგიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016