reportiori.ge - “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ღარიბაშვილს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:58
პოლიტიკა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ირაკლი ღარიბაშვილს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას სთხოვს
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 17:53

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დღეს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისის პარალელურად გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტების შესახებ დროულად მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება.

"პოლიციამ ვერ შეძლო ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთა. ამასთან, ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ის პირები, რომლებიც ძალადობრივი გზით ხელს უშლიდნენ პოლიტიკური ღონისძიების მშვიდ გარემოში ჩატარებას," -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პრაიმერი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ წყლით სავსე ბოთლები და ცოცხები „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მანქანებს დაუშინეს. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით ქვებსაც ისროდნენ. დემონსტრანტები ასევე შეეცადნენ, კორდონი გაერღვიათ, თეატრის შენობაში შესულიყვნენ და პრაიმერი ჩაეშალათ.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონის მოწყობა უზრუნველყვეს, რის შედეგადაც პრაიმერის მონაწილეთა და დელეგატთა შენობაში შესვლა შესაძლებელი გახდა, მაგრამ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთა ვერ შეძლო. ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ის პირები, რომლებიც ძალადობრივი გზით პოლიტიკური ღონისძიების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელს უშლიდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მომხდარ ფაქტებზე დროულად მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და „ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის უსაფრთხო გარემოში ჩატარება მაქსიმალურად უზრუნველყოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ზუგდიდში მიმდინარე პრაიმერს   და  თეატრის ტერიტორიაზე საპროტესტო შეკრებას აკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებელთა თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016