reportiori.ge - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:39
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს
ავტორი:
02 თებერვალი, 2015. 13:04


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ  კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს - სამინისტრო  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს     ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან   (EFTA), რომელიც აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს.


4 თებერვალს თბილისში დაგეგმილია საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის გამართვა. სხდომის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების პროექტი, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს.


უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.    


საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით.  EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება  ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო  ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016