reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 11:37
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
05 თებერვალი, 2015. 11:23


იანვრის თვის საბიუჯეტო პარამეტრები ოპტიმისტურია და ძალიან კარგ იმედს იძლევა - ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.



ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იანვრის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იყო 539,8 მილიონი ლარი, მიღებულია გადასახადები 570,5 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიური გეგმის 7,1%-ია.



მინისტრის განმარტებით, შემოსული თანხა საპროგნოზო მაჩვენებელს - 31 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება.



2015 წლის იანვარში ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 725 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 115 მილიონი ლარით მეტია, პირველი კვარტლის გეგმის 33 და წლიური გეგმის 7,3%-ია.



გაწეული ხარჯების მოცულობა 656 მილიონი ლარია, რაც წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის იანვარში წლიური გეგმის 6% იყო ათვისებული.



პრემიერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯტის შესრულებითაც დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დავით შავლიაშვილის უწყება გააქტიურებულია და შესრულებული აქვს წლიური გეგმის - 4%, ხოლო პირველი კვარტლის გეგმის - 31%.



მიმდინარე ხარჯების შესრულება 8%-ია, ოპტიმისტურია ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი კაპიტალური ხარჯების შესრულების მიმართულებითაც.



პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარებითაც დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვაჭრობის შედეგები სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი რჩება, რაც იმედს აჩენს, რომ ლარის კურსი მეტად არ შეიცვლება.



ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კურსის სტაბილურობისთვის საბაზრო მექანიზმები საკმარისია და ლარის გამყარების ტენდენციიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო აღარ გახდა.



ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ის 4%-ზე მაღალია, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია სტაგნაცია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016