reportiori.ge - რომან გოცირიძე: ლარი ოთხ ვეშაპზე დგას: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები და ინვესტიციები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:52
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ლარი ოთხ ვეშაპზე დგას: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები და ინვესტიციები
ავტორი:
07 თებერვალი, 2015. 12:40


ეკონომისტი რომან გოცირიძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ მთავრობამ დროზე უნდა გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და იმოქმედოს ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, რადგან თუ ვითარება ახლო მომავალში არ გამოსწორდა, მოუწევს ბიუჯეტის შემცირება ან (თუ დააგვიანა) ეროვნულ ბანკთან ერთად უფრო მძიმე, ანტიკრიზისული პოლიტიკის დაწყება, რაც თავისთავად ბიუჯეტის გადახედვასაც გულისხმობს



ლარი ძირითადად ოთხ ვეშაპზე დგას: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები და ინვესტიციები.

- სტატისტიკა უცხოური ინვესტიციების შესახებ ძალიან აგვიანებს. სავარაუდოდ, ვითარება ცუდადაა.

-ტურისტების რაოდენობამ იანვარში 9 პროცენტით იკლო ( თურქეთიდანაც კი - 12 პროცენტით).

-გადმორიცხვებიც დიდი ალბათობით შემცირებულია ( სტატისტიკა ერთ კვირაში იქნება).

-ექსპორტი, როგორც ამბობენ, იანვარში თითქმის ერთი მესამედითაა შემცირებული (სტატისტიკა ერთ კვირაში გამოქვეყნდება). ესაა ექსპორტის კლება ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში - აგვისტოდან მოყოლებული.

ამას ვერავითარი ეროვნული ბანკის რეზერვები ვერ გაწვდება.

მთავრობამ დროზე უნდა გააცნობიეროს ვითარების სიმძიმე და იმოქმედოს ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად.

თუ მდგომარეობა ახლო მომავალში არ გამოსწორდა, მოუწევს ბიუჯეტის შემცირება ან ( თუ დააგვიანა) ეროვნულ ბანკთან ერთად უფრო მძიმე, ანტიკრიზისული პოლიტიკის დაწყება, რაც თავისთავად ბიუჯეტის გადახედვასაც გულისხმობს",  - წერს რომან გოცირიძე.





(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016