reportiori.ge - ლევან კალანდაძე: ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:31
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე: ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივობაზე
ავტორი:
11 თებერვალი, 2015. 17:48

 

 



ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გამოეხმაურა. მისი

თქმით, გაყიდული 40 მილიონი და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ამ ეტაპზე საკმარისია, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდეს და მოსალოდნელი ინფლაციური რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

 



"ეროვნულ ბანკს წინა კვირაში ჰქონდა დაანონსებული, რომ მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, მოხდა გამკაცრების დაწყება. 0,5%-ით შეიცვალა მოენტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს არ არის სერიოზული გამკაცრება, ეს არის გარკვეული პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ეროვნული ბანკი დააკვირდეს პროცესებს და კარგად შეაფასოს ლართან დაკავშირებულ პრობლემები. თუ მონეტარული განაკვეთის 0,5%-იანი ცვლილება საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ლარის ვარდნის პროცესი შეჩერდეს, სავალუტო ინტერვენციების პარალელურად, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის განმავლობაში 4,5% განაკვეთი დარჩება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. ანუ გამკაცრების ეს მასშტაბი და ეს დოზა თუ არ აღმოჩნდა საგრძნობი, უნდა ველოდოთ, რომ 2015 წლის მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ დაკორექტირდება საპროცენტო განაკვეთი და სავარაუდოდ, შესაძლებელია ეს იყოს 5%,"- განაცხადა ლევან კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ლარის გასამყარებლად მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ კმარა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს შეუძლია შეაჩეროს ლარის ვარდნა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დამოკიდებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამ პროცესების მართვაში ხელისუფლების აქტივობაზე.



"ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოს ლარის ვარდნის შეჩერება. თავად ლართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ანუ ეკონომიკური სიტუაციების გაჯანსაღება, ეს უკვე დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლების აქტივობაზე. რამდენად შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ჩამოაყალიბებს და გაატარებს და რამდენად კოორდინირებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების და ეროვნული ბანკის საქმიანობა", - აცხადებს კალანდაძე. 



საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 %-ს შეადგენს. გარდა ამისა, 2015 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 








(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016