reportiori.ge - კახა კალაძე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:00
ეკონომიკა
კახა კალაძე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
ავტორი:
12 თებერვალი, 2015. 17:49


ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის" განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.



მინისტერიალში „სამხრეთ გაზის დერეფნის" განხორციელებაში ჩართული  ქვეყნები მონაწილეობენ. მხარეებმა შეხვედრაზე  იმსჯელეს „სამხრეთ გაზის დერეფნის"  რეალიზების, „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ამოქმედებისა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე.



მიხარია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა", - მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა კახა კალაძემ.



ენერგეტიკის მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს როლს „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელებაში. მისი  თქმით „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის" პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გაცილებით მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი , როგორც პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისათვის - ასევე საქართველოსთვის . ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით.



შეგახსნებთ, შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ  დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.



პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. 



ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სამუშაო ვიზიტი ბაქოში ორდღიანია და 13 თებერვალს დასრულდება.



ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო  მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ენერგეტიკის საკითხებში და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი  უმსხვილესი კომპანიის BP-ის წარმომადგენლებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016