reportiori.ge - აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი შეიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:44
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი შეიცვალა
17 თებერვალი, 2015. 18:31



აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში ცვლილებაა. ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის მორიგი შეხედრა თვის ბოლოს, პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ მხარეები გუშინ საღამოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

განახლებული ფორმატის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ იმსჯელებენ.


„ამ თვის ბოლოს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში. ერთ-ერთი ცენტალური საკითხი, რომელსაც იქ განვიხილავთ, გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს გახლავთ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთვრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.

 

ამ ხელშეკულების იმპლმენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარიული კომპანია „ეს-ჯე-ესი", რომელმაც უნდა დააწესოს ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი.

 

ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წელს. მას შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება კონტრაქტის ტექსტზე. ეს კონტრაქტი არის საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის. ასევე რუსეთის მხარემაც უნდა გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი ჟენევაში, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მხარე, რუსეთის და შვეიცარიის მხარეები",- განაცხადა აბაშიძემ. 



აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაღაში შეხვედრამდე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე კონსულტაციებს ბრიუსელში გაივლის. აბაშიძის განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკებისას უნდა მოგვარდეს ქონებრივი და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე საქართველოს მოქალაქეების საპატიმროდან გათავისუფლებაც.


„ჩვენი მოქალაქეები რუსეთში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით, რამდენიმე უკვე გავათავისუფლეთ გასულ წელს, ახლა უნდა შევეცადოთ, ეს პროცესი გაგრძელდეს, ჩვენი სხვა მოქალაქეებიც უნდა გავათავისუფლოთ, ისინი მრავალწლიან სასჯელს იხდიან რუსეთში", - აღნიშნა აბაშიძემ.



 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016