reportiori.ge - ბიძინას რეიტინგის დაცემა შენნაირების რეიტინგის აწევას არ ნიშნავს, ირაკლი ბატონო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 03:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბიძინას რეიტინგის დაცემა შენნაირების რეიტინგის აწევას არ ნიშნავს, ირაკლი ბატონო!
ავტორი:
18 თებერვალი, 2015. 17:26

 

 

 

ირაკლი ალასანიაზე მოგახსენებთ, რომელსაც მაინც არ ასვენებს გამჩენი.


დიახ, მაინც, რადგანაც ჩემი სტატიის, „სიძევ, შენ გეუბნები, დაო, შენც გაიგონე"-ს შემდეგ, რომელიც ამავე გაზეთში დაიბეჭდა, მეგონა, ეს ახალგაზრდა კაცი მიხვდებოდა, რომ ახლობლებზე „გადავლა" იმან მაიძულა და აქედან „საქართველოში არმოსულას" დაუწერელი კანონი იმან დამარღვევინა (რითიც „მათთან" მისაბრუნებელი გზები შეგნებულად და სამუდამოდ მოვიჭერი), რომ საქართველოს ე.წ. დასავლური კურსის ცვლილებების გამო ირაკლი ალასანიას ცნობილ სკანდალურ დემარშში, ჩემი სამშობლოსთვის რეალური საფრთხე დავინახე!


აქედან გამომდინარე, მეგონა, დაფიქრდებოდა და მომავალში მაინც აწონიდა სათქმელს თუ საქნელს, მაგრამ ირაკლის ჩემი იძულების მიზეზი, ალბათ, ვიღაცის დაკვეთის შესრულება ჰგონია?!


ეს თუ ასეა, რას იზამ, როგორც რუსები იტყვიან:


„Каждый мерит в меру своей испорченности"...


წინამდებარე წერილის დაწერა კი „რუსთავი 2"-ში გიორგი გაბუნიას „არჩევანში" ირაკლი ალასანიას ბოლო სტუმრობამ მაიძულა.


თუმცა, რაღა სტუმრობამ, თავდაცვის მინისტრობიდან ჩამოლაბორანტების შემდეგ, ირაკლის „რუსთავი 2"-ში, როგორც საკუთარ სახლში, ისე ელიან და იგიც არ უმტყუნებს მოლოდინს იმ „თავისუფალ" ტელევიზიას, რომელიც 9 წლის მანძილზე ნაცბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულების სრულუფლებიანი მეწილეა!


მიდის, ღარიბაშვილს დამცინავად ფიქტიურ პრემიერს უწოდებს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, ნიღბის ჩამოგლეჯით ემუქრება!


ბიძინას, ვინც ირაკლიც და სხვა „ოპოზიციური" არარაობებიც მინისტრებად, დეპუტატებად აქცია! ამის განმცხადებელი ვერ ხვდება, რომ „რუსთავი 2"-ის საქათმესთან ფლირტით და იქ გაკეთებული განცხადებებით სინამდვილეში თავად ჩამოიხსნა ნიღაბი!


სწორად შენიშნა „კორკოტამ" ამის თაობაზე ქუჩური ჟარგონით:


„კაცებთან მოგივიდა ჩხუბი და საქმეს საქათმეში არჩევ, ბიჭო?"


ირაკლი ალასანიას აშშ-დან დაბრუნებისთანავე, მავანნი ეჭვობდნენ, რომ გაერო-ში საქართველოს ელჩი ისე ეყოლებოდათ პოტომაკის ნაპირზე „ცეერუს" ნალებით დაჭედილი, რომ...


ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც იმ მავანთა (რომელთა შორის იმ დროს ნამდვილად არ ვიყავი) ეჭვები ახდა:


დღეს, ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ყოფილი ელჩი და თავდაცვის მინისტრი ჭიპლარით არის მიბმული აშშ-ის „გოსდეპთან" და მათი თანხმობის გარეშე ნაბიჯს დგამს კი არა, სიზმარსაც ვერ ნახულობს და აქედან აშშ-ის აგრესიული ნეოლიბერალური ძალების დაკვეთას ასრულებს საქართველოში!..


მაგრამ მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ბატონი ირაკლის გადადგმულ ნაბიჯებს საქართველოში, რათა მკითხველთან ერთად განვსაჯოთ, ტყუილია თუ მართალი, რასაც დღეს ამბობენ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ამ ერთ დროს ეროვნულობის იმიჯის მქონე კაცზე...


საზოგადოებაში კი, ანუ გივი ბერიკაშვილს თუ დავესესხებით და ხატოვნად ვიტყვით, წყაროსთან იმას ამბობენ რომ, ირაკლი ალასანიას „ხმაურიანი გადადგომა" გაერო-ს ელჩის თანამდებობიდან, აშშ-ის სპეცსამსახურებში დაწერილი სცენარის - „გადავარჩინოთ სააკაშვილი და მისი ფაშისტური ბანდა" მიხედვით, სპექტაკლის მხოლოდ ერთი, საწყისი მიზანსცენა იყო. თავად სპექტაკლი კი, უკვე თბილისში უნდა დაედგა ბატონ ირაკლის პოტომაკის ნაპირებზე მასზე ადრე დაჭედილ სხვა არტისტებთან ერთად!


თბილისში ჩამოსულ ირაკლის, იმ, ადრე დაჭედილი მსახიობების მთელი დასი დახვდა რესპუბლიკელი ხლისტების სახით.


მარჯანიშვილის თეატრში მათი ჩახუტების შემდეგ, გულმა რეჩხი კი მიყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯეროდა „წყაროს რაკრაკის" - გმირი მამია ალასანიას შვილს რა უნდა ამ ხლისტებთან ერთად, ეტყობა, მე არ ვიცი, არ მესმის დიდი პოლიტიკა და, ალბათ, ასეა საჭირო-მეთქი, ვფიქრობდი.


მით უმეტეს, რომ თავადვე ეცადა ჩემი გულისძგერის დამშვიდებას ერთ კონფიდენციალურ სუფრაზე, სადაც „საჭირო ხალხს" შევახვედრე...


მერე და მერე, ჩემი „რწმენის კედელს" თითო აგური ნელ-ნელა ეცლებოდა და სულ უფრო დამაჯერებლად მესმოდა „წყაროს რაკრაკი":


2009 წლის 9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო მარათონში, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციაში შეგზავნილი ტროას ცხენის როლი შეასრულა ირაკლი ბატონმაო!


პირველმა, სწორედ მან დაარღვია „გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა:


არავითარი დიალოგი და მოლაპარაკება რეჟიმთანო და სააკაშვილს ეახლა პრეზიდენტის სასახლეში;


მერე იყო და „ხალხის მოთხოვნა" გაითვალისწინა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტელესტუდიასთან, სადაც დედაქალაქი „წელში იყო გაწყვეტილი", საკნები ააღებინა, რითაც ასევე „წელში გაწყდა" და უეჭველი ფიასკოს წინაშე დადგა „უცნობის" ნაცნობ „საკან № 5"-ში მომზადებული საპროტესტო მოძრაობა;


შემდეგ, სააკაშვილის მიერ სატყუარად „შემოგდებულ" ადგილობრივ არჩევნებზე დათანხმება და იმ ეტაპზე ირაკლი ალასანიას პოლიტიკოსობის „მწვერვალი" - რამდენიმე დეპუტატი საკრებულოში და „გამარჯვებული" გიგი უგულავასთვის „ჯენტლმენური" მილოცვა!


რასაც აღფრთოვანებით შეხვდა ირაკლის „მშობლიური დასავლეთი" და აღშფოთებით - მშობელი ქართველი ხალხი...


მართალია, ამ სპექტაკლში მთავარი აქტიორი ირაკლი ბატონი იყო, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ „მასოვკაში" რესპუბლიკელ ხლისტებთან ერთად, ე.წ. ახალმა მემარჯვენეებმაც და სინამდვილეში ძველმა თითლიბაზებმა, არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულეს.


საბოლოოდ კი, ყველამ ერთად გადაარჩინეს, გააკეთილშობილეს „კეთილბუნდღა" სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ეს მერამდენედ მოტყუებული ქართველი ხალხის თვალწინ ფარდაც დაეშვა...


რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ციხის შემზარავი კადრები, სააკაშვილი და მისი ბანდა „ჰგიებდნენ უკუნითი უკუნისამდე" და ირაკლი ალასანიას ფსევდო-ლიდერობით, ასევე ფსევდო-ოპოზიციაც სააკაშვილის ნასუფრალს ასევე უკუნითი უკუნისამდე, უკანა თათებზე შემდგარნი დაელოდებოდნენ!


აკი, ელოდნენ კიდეც, რისი დასტურიც ამ „ოპოზიციის" მიერ 26 მაისის ღამის სასაკლაოს შემდეგ გაკეთებული კომენტარებია, სადაც ირაკლი ბატონი, უპირველეს ყოვლისა, უპასუხისმგებლო ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა და არა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ბრალეულობაზე!


ანდა, ის რად ღირდა, როცა მეორე დღეს, წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებს ხარისხიანი ქართველები უწოდა, ანუ, 26 მაისს ნაცემ-ნაწამები, დაღუპული ხალხი, უხარისხონი იყვნენ?


ახლა არის და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავისი მოუზომავი განცხადებებით, სააკაშვილთან ერთად „მაოხრებელი გზირის" როლს ასრულებს პირველი შინ და მეორე გარეთ, კიევიდან...


ირაკლის ბოლო ვიზიტიდან ზემოთ ხსენებულ გიორგი გაბუნიას „არჩევანში", მთავარ პასაჟებს გამოვყოფ:


თურმე, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული სტრუქტურები, მათ შორის, ხელისუფლებაშიც, ახორციელებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას იმ ნიაღვრის სახით, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიებიდან მოედინება. მათ შორის, რუსული არხებიდან, რომლებიც ბოლო დროს ხელმისაწვდომი გახდა და, ბუნებრივია, ეს მოქმედებს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების ზრდაზე!


საიდან შემოდის ეს ფული?


სად არის კონტრდაზვერვა, რატომ არ მუშაობს ამ მიმართებით? - სვამს მგზნებარე კითხვებს და იქვე თავადვე პასუხობს:


ეს სივრცე შეგნებულად დათმეს ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა!


ფაქტობრივად, კრემლის აგენტობაში დასდო ბრალი ბატონ ბიძინას...


იქვე, სრული სოლიდარობა გამოუცხადა „რუსთავი 2"-ს  და ამაყად განაცხადა, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა" ხმა არ მისცეს ამ „თავისუფალი ტელევიზიის" დამჩაგვრელ კანონს!


როგორც მატროსოვი ამბრაზურას, ისე გადაეფარა ბიძინას მიერ გაკრიტიკებულ ე.წ. არასამთავრობოებს, თუმცა, კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურის „ტროიკის" დაფინანსების წყაროებით რატომღაც არ დაინტერესებულა...


არც ეს იკმარა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან უკრაინის სასაკლაოზეო, იქ „საქართველოსთვის მებრძოლი" თუ უკვე დაღუპული ბიჭების შეურაცხყოფა უწოდა?!


ვითომდა რატომაო?


სწორედაც, ვინც უკრაინაში საომრად გვექაჩება, ჯერ საკუთარი „ნიჭიერი შვილები" გაუშვან, რომლებიც „აყვავებული საქართველოდან" შორს, ევროპა-ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებლებში ჰყავთ გადამალულები და შემდეგ ჩვენს „უნიჭო შვილებს" მოუწოდონ უკრაინაში საომრად!


თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ეს ბოლო პასაჟი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის გასაგონადაც, რომლისთვისაც სტალინი და ჰიტლერი, ორივე ერთი ბოროტებაა:


როდესაც სტალინი „ნე შაგუ ნაზად" ბრძანებას იძლეოდა, მას მთავარსარდლობასთან ერთად, ამის მორალური უფლება ჰქონდა, რადგანაც მისი ორივე ვაჟი ფრონტზე იბრძოდა, როგორც რიგითი მოკვდავის შვილები!


გიორგი (ქათამაძე) გაბუნიას ბოლო შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ნიკა რურუა-დავით ბაქრაძესთან კოალიციაო?


არა, მაგრამ ნიკა რურუას წინადადება რუსული არხების აკრძალვის შესახებ, უთუოდ გასაზიარებელიაო?


გაიგეთ, ხალხო, რა თქვა თავისუფალმა და ჰამაც დემოკრატმა?


იმ დროში უნდა დაგვაბრუნოს, როდესაც რესტორანში რუსული სიმღერის შეკვეთისთვის შეიძლება დაეპატიმრებინეთ კიდეც;


იმ დროში, როდესაც „რუსთავი 2" ისე ურეცხავდა ტვინს ქართველ საზოგადოებას, რომ წაგებულ ომს მოგებულად აზეიმებდა!


ბარემ ბოლომდე, ირაკლი ბატონო, და იმ „ნაცპატრიოტების" აზრიც გაიზიარეთ, პუშკინის, ლერმონტოვის ძეგლები დავანგრიოთ და გრიბოედოვიც მთაწმინდიდან ამოვთხაროთო!..


ყოველივე ზემოთ თქმულიდან მგონი, ნათელია, რომ ირაკლი ალასანიას თუ მისი გუნდის სხვა, „ბუკების" მსგავსი ოდიოზების განცხადებები, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ნაცებისა თუ რესპუბლიკელების განცხადებებს!


ისიც გავიხსენოთ, რომ თურმე სააკაშვილის რეჟიმს კარგი საქმეებიც უკეთებია და ეს უნდა დავუფასოთ, რაც არაერთხელ გვსმენია ალასანიასგან!


აქედან, კოალიციაზე ლაპარაკი უაზრობა მგონია, რადგან ალასანია-სააკაშვილ-რესპუბლიკელების კოალიცია, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია და როდის გაფორმდება ეს იურიდიულად, ან გაფორმდება თუ არა საერთოდ, ნაკლებად საინტერესოა!..


იქვე, ისიც დაიქადნა ალასანიამ, რომ მომავალ არჩევნებში მისი პარტია მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას", რადგან ის თურმე ყოველ მესამე დღეს დადის რეგიონებში და იცის, რომ „ოცნებას" შანსი არა აქვს!


ეჰ, „ნეტარ არიან მორწმუნენი", მაგრამ რა ვქნათ, რომ „ოცნების" უშანსობა ალასანიას შანსიანობას არ ნიშნავს?!


ისე, უბრალოდ, საინტერესოა, რითი ხიბლავს ალასანია რეგიონების ამომრჩევლებს?


ნატო-ევროკავშირით, სადაც არასდროს მიგვიღებენ და რომც მიგვიღონ, მსგავსი პერსპექტივა ნეოლიბერალების მცირერიცხოვანი სექტის გარდა, აღარავის ხიბლავს საქართველოში და არა რუსული არხების პროპაგანდის გამო!


არამედ იმიტომ, რომ თუ სხვა, აშშ-ის „დახმარებით" დანგრეული ქვეყნების მაგალითზე ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ, თუ რა ფასი აქვს ამერიკასთან მეგობრობას!


ეტყობა, ვერც უკრაინამ ისწავლა, თუნდაც ჩვენს მაგალითზე და ამიტომაც დაანგრევინეს ერთ დროს აყვავებული ქვეყანა...

 

დავით მხეიძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016