reportiori.ge - „ინტერნიუსი-საქართველო“: რეგიონული ტელეკომპანიები საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიას არ აშუქებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:41
მედია
„ინტერნიუსი-საქართველო“: რეგიონული ტელეკომპანიები საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიას არ აშუქებენ
09 ოქტომბერი, 2013. 16:03

რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროგრამებს, ისინი უმთავრესად კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საარჩევნო შტაბების გახსნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, - აღნიშნულია ინტერნიუსი-საქართველო" მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში. მკვლევრები 16-დან 29 სექტემბრამდე საუკეთესო საეთერო დროს (19-24 საათი) 12 რეგიონულ მაუწყებელს აკვირდებოდნენ.

ანგარიშშის თანახმად, ტელეკომპანიათა უმეტესობა დიდ დროს უთმობდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებას და მასალები თითქმის ყოველთვის ნეიტრალური იყო. საინფორმაციო გამოშვებების მთავარ პრობლემად კვლევაში მოვლენების ზედაპირული გაშუქება სახელდება. არხებზე გასულ თოქ-შოუებში ძირითადად სოციალური საკითხები შუქდებოდა, ნაკლები დრო ეთმობოდა პოლიტიკურ თემებს და საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს .

პროექტი 2013 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდა. მონიტორინგი ჩატარდა  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ოთხწლიანი პროექტის ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" (ITEP) ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016