reportiori.ge - ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:39
"რეპორტიორის" თვალით...
ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
20 თებერვალი, 2015. 18:56

 

 


დღეს ჭიდაობის ფედერაციის წინ ცნობილი ქართველი ფალავნების - როსტომ აბაშიძსა და ზარბეგ ბერიაშვილ ვარსკვლავი გაიხსნა.


ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე უძღვებოდა. ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალს ზარბეგ ბერიაშვილი ვერ დაესწრო.


სპორტის დამსახურებულ ოსტატებს დღევანდელი დღე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა მანუჩარ კვირკველიამ მიულოცეს.


ვეტერან მოჭიდავეებს თავისუფალ ჭიდაობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპორტის რაინდების წოდება მიანიჭა.


როსტომ აბაშიძე მსოფლიოს სამგზის, ევროპის ოთხგზის, საბჭოთა კავშირის  სამგზის და ახალგაზრდობის III საერთაშორისო მეგობრულ სპორტულ თამაშობათა  ჩემპიონია; ის ასევე საერთაშორისო ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულია; 2001 წელს დასახელდა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფალავანს შორის. დაჯილდოებულია ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის მიერ ოქროს ორდენითა და საპატიო დიპლომით. აბაშიძე ივან პოდუბნის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.


სპორტის დამსახურებული ოსტატი ზარბეგ ბერიაშვილი საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონია, ორჯერ პრიზიორი გახდა; ის ევროპის ოთხგზის ჩემპიონია და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016