reportiori.ge - ეკონომიკის ექსპერტების ვარაუდით, ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:29
ეკონომიკა
ეკონომიკის ექსპერტების ვარაუდით, ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება
ავტორი:
25 თებერვალი, 2015. 18:59


ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით შემცირდება, რათა ბიუჯეტი იყოს შესაბამისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან, რომელიც, სავარაუდოდ, 5%-დან 2%-მდე ჩამოვა. ექსპერტების თქმით, სწორია ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არაა საკმარისი.


„უნდა მოხდეს ფინანსური რესურსის უფრო ეფექტიანი გადანაწილება. პირველი, უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯი მიმდინარე წელს დაახლოებით 12 მლნ ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგენს 32,5 მლნ ლარს. ამავე დროს, შესაძლებელია, მოხდეს სხვადასხვა უწყებების გაერთიანება, იმ უწყებებისა, რომელთა ცალ-ცალკე ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტიანია და მესამე, შესაძლებელია, მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო როლის ზრდას, მაგ.: სუბსიდიები სოფლის მეურნეობის სექტორში", - აცხადებს  არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე.


როდის მიმართავს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირების მოთხოვნით პარლამენტს, ეს ჯერ ცნობილი არ არის. 






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016