reportiori.ge - თინა ხიდაშელი: ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:52
ეკონომიკა
თინა ხიდაშელი: ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში
26 თებერვალი, 2015. 18:08


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმათინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო.



მისი თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა.


ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელმა და მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა. ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადუმებული იყო და მისგან ერთი ოპტიმისტური განცხადება არ მოგვისმენია. არადა, იმისათვის, რომ პანიკა არ შეიქმნას, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები და ქმედებები, შესაბამისი რეგულატორის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. აღნიშნული საკითხი მას საერთოდ არ ეკითხება და ვურჩევდი, მიხედოს იმ მოვალეობას და ვალდებულებას, რაც ეკისრება. გარდა ამისა, როცა ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ფორმით პასუხობ დეფიციტს და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016