სოლენზარის კულტურის ინსტიტუტმა პოეტ პაატა ნაცვლიშვილს 2014 წელს პარიზში გამოცემული წიგნისთვის „ხელოვნური ყვავილები" მიანიჭა საერთაშორისო გრანპრი პოეზიაში.
პაატა ნაცვლიშვილი ავტორია 20-ზე მეტი წიგნისა, რომელთა შორისაა მონოგრაფიები, ჟურნალისტური კრებულები, გამოკვლევები, ფოტოალბომები, ლექსების კრებულები.
პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. ის უძღვება სასწავლო კურსებს: ბეჭდვითი მედია, ჟურნალისტიკის ფორმები და ჟანრები, ჟურნალისტის ოსტატობა, ჟურნალის გამოშვება, ონლაინჟურნალისტიკა, ბლოგინგი, ინტერვიუ. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში.
ჟურნალისტიკის გარდა მოღვაწეობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში.
პაატა ნაცვლიშვილმა დააარსა „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა", რომელიც მონაწილეა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებისა.
"რეპორტიორი" მოხარულია და ულოცავს პაატა ნაცვლიშვილს მორიგ წარმატებას.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)