reportiori.ge - 90-იანი წლები ქართველი ფოტოჟურნალისტისგან, რომელიც მსოფლიომ აღიარა (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 11:10
კულტურა
90-იანი წლები ქართველი ფოტოჟურნალისტისგან, რომელიც მსოფლიომ აღიარა (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
05 მარტი, 2015. 21:13



სერგო ედიშერაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორს შორის ჯერ კიდევ 1985 წელს, 34 წლის ასაკში დასახელდა. ფოტოაპარატის ღილაკზე თითის დაჭერა და ისტორიაც მზადა აქვს! ათვალიერებთ მის ფოტოებს და იმ ამბის მონაწილედ გრძნობთ თავს, რომელიც ფოტოხელოვანმა მარადისობად აქცია. ეს პროფესიონალიზმია.



- ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილია. 12-13 წლიდან ჩემი ცხოვრება, ყველაფერი ფოტოგრაფიას დავუკავშირე... როგორც ბევრ ოჯახში, ჩემს მშობლებსაც ჰქონდათ სახლში ფოტოაპარატი. ერთ დღეს ფოტოები გადავიღე. მამამ რომ დაბეჭდა და სახლში მოიტანა, დავათვალიერე და აი, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მერე უკვე მე თვითონ ვსწავლობდი, როგორ გამემჟღავნებინა ფირი, დამებეჭდა ფოტოები. 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი სურათი გაზეთ „ნორჩი ლენინელში“ დაიბეჭდა. ფოტოზე ჩემი გვარი და სახელი რომ ვნახე, ამის შემდეგ ხომ სულ ავენთე და მას შემდეგ ფოტოაპარატი ხელიდან არ გამიშვია (იღიმის)“.


არაერთ მედიასაშუალებაში უმუშავია, გადაუღია თითქმის ყველა ჟანრში ის თემები, რაც კონკრეტულ პერიოდში აქტუალური იყო...


- ფოტოჟურნალისტი ვარ და მოგეხსენებათ, ფოტოჟურნალისტებს ამოსარჩევი არაფერი აქვთ - რასაც რედაქციაში დაავალებენ, ის უნდა გადაიღოს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი გაზეთებში „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მალადიოჟ გრუზიიში“; ვიყავი ახალი ამბების სააგენტოს სპეციალური კორესპონდენტი, შემდეგ „საქინფორმის“ ფოტოკორესპონდენტი და მერე უკვე „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი. ყველაფერს ვიღებდი, გამორჩეული თემა და ჟანრი არ მქონდა, რადგან ჩემი საქმე ყველა ჟანრს მოიცავდა. აი, როცა „საქინფორმიდან“ წამოვედი და აღარ ვმუშაობდი, მერე უკვე დამაინტერესა წიგნების გამოცემამ, სადაც უკვე საჭიროა პეიზაჟები, ლამაზი ჟანრული ფოტოები. დღესაც ვაგრძელებ საქართველოს თემატიკაზე მუშაობას და უკვე ჩემი მე-12-ე წიგნი გამოვეცი.


მრავალი წლის განმავლობაში ბატონო სერგო ედიშერაშვილი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფი იყო და იმ პერიოდის არაერთი საინტერესო კადრი აქვს საკუთარ ფოტოარქივში:


- ედუარდ შევარდნაძესთან 1972 წლიდან ვმუშაობდი, სანამ იგი მოსკოვში გადავიდოდა. როცა საქართველოში დაბრუნდა, ანუ 1992 წლიდან, ისევ გავაგრძელე მასთან მუშაობა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის გვერდით ვიყავი. ამ ადამიანს საოცარი უნარი ჰქონდა, რთულ სიტუაციაში გამოსავალი მოეძებნა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ერთხელ ამერიკიდან თბილისში მოვფრინავთ -  მოგეხსენებათ, შევარდნაძეს ბოინგები არ ჰყავდა და ამიტომ უზბეკეთის ავიაკომპანიიდან ქირაობდა ხოლმე დიდი თვითმფრინავს „ილ 62“-ს, რომელსაც ხან რა უფუჭდებოდა - და გზაში უცებ გამოგვიცხადეს, რომ თვითმფრინავი სასწრაფოდ უნდა დაესვათ, თურმე პილოტის მინა გაბზარულა. დაიწყო პანიკა, დავდექით დეპრესიულ განწყობაზე. შევარდნაძეს თავის სალონში იყო, დანარჩენები - მომსახურე პერსონალი, ჟურნალისტები, თანაშემწეები მეორე სალონში ვისხედით. ისეთი შეშინებულები ვიყავით, ზოგს თმაც კი გაუთეთრდა. ამ ამბებში ვართ და შევარდნაძე სიცილით შემოდის ჩვენთან - ეტყობა, უთხრეს, მეორე სალონში ხალხი პანიკაშიაო. შემოვიდა თუ არა, დაიწყო: რა არის, რისი გეშინიათ? სადაცაა ჩავფრინდებით უკვე და ასეთი ლაჩრები როგორ ხართო? და მიაყოლა თავისი გურული იუმორი. მთელი გზა ჩვენ სალონში დარჩა, არ მოგვშორებია და ისეთ რაღაცებს გვიყვებოდა, სულ სიცილ-კისკისით ჩამოვფრინდით თბილისში (იღიმის). მისი მოსმენა მთელი აკადემია იყო. შევარდნაძეს იუმორის გრძნობა სიცოცხლის ბოლო დღეებშიც არ დაუკარგავს. ბოლო დაბადების დღე რომ მივულოცე, კიდეც რამდენ წელს მისურვებო? - შემეკითხა. უცებ დავიბენი,  მერე კი ვუთხარი - 20 წელს მაინც მეთქი. რა იყო, მეტი არ გემეტება ჩემთვისო? - მიპასუხა ღიმილით...  მისი გადადგომის შემდეგ კრწანისში მასთან ხშირად ავდიოდი და როცა დამინახავდა, თვალები უბრწყინავდა ხოლმე...


დღეს უკვე პეიზაჟებსა და ლამაზ ჟანრულ ფოტოებს იღებს, თუმცა შავ-თეთრი ფოტოები გამორჩეულად  უყვარს.


-  ფერადი ფოტო მაინც უფრო მატყუარაა. დღეს რაზეც ვმუშაობ, იქ აუცილებელია ფერადი ფოტოები, ილუსტრაციები, ლამაზი პეიზაჟები და ამასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ შავ-თეთრ ფოტოს მაინც უფრო მეტ პატივს ვცემ. 

რა არის ფოტოგრაფია? - შუქი და ჩრდილი, ფერი და ჩრდილი კი არა. ფოტოზე სწორედ შუქ-ჩრდილით გამოიხატება ყველაფერი აშკარად და მასში ფერის არსებობა ხშირად არც არის საჭირო.


დღეს წარმოგიდგენთ სერგო ედიშერაშვილის ფოტოებს, რომლებიც 90-იან წლებს ასახავს, მრავალფეროვანია თემატიკით, შინაარსით და, რა თქმა უნდა, შავ-თეთრია...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016