reportiori.ge - აპირებს თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი „მაიდანის“ მოწყობას თბილისში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 00:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
აპირებს თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი „მაიდანის“ მოწყობას თბილისში
ავტორი:
06 მარტი, 2015. 12:52



უკრაინის პოლიტიკური ელიტის ზოგიერთ წარმომადგენელსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს შორის მეტისმეტად დაძაბული ურთიერთობაა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სააკაშვილი თბილისში „მაიდნის“ გადატანას გეგმავს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დააანონსა, რომ 21 მარტს რუსთაველის პროსპექტზე გაიმართება მიტინგი საქართველოს მთავრობის გადაყენების მოთხოვნით. ამ თავყრილობაზე იწვევენ ყველას, ვინც შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია. ოფიციალური მიზეზი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და ლარის 30-პროცენტიანი გაუფასურებაა.

 

„ნაციონალები“ დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. მიტინგის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, 21 მარტი „თბილისური მაიდნის“ დასაწყისად უნდა იქცეს – დაახლოებით 50 ათას კაცს ელოდებიან, ხოლო აქციის დამფინანსებლებად ასახელებენ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და ქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას. ორივე მათგანი ციხეშია და მიტინგის ორგანიზატორებს ადვოკატების მეშვეობით უკავშირდებიან.

 

აქციის დროს განსაკუთრებით იაქტიურებენ დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულები – ამბობენ, რომ იქ პოზიცია შენარჩუნებული აქვს ასევე ციხეში მყოფ ბაჩო ახალაიას – თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალების“ მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნაა და ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გართულების მიზეზით მიტინგის გამართვა სიცრუეა.

 

სააკაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ როგორმე დაბრუნდეს საქართველოში, უბრალოდ კი არ ჩამოვიდეს, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნდეს გადატრიალების გზით. სააკაშვილი თითქოს დაკავებულია სხვა ფრონტზე – პეტრე პოროშენკოს კონსულტაციას უწევს და ცდილობს დაიყოლიოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ უკრაინას იარაღი მიაწოდოს. სინადვილეში, ახალმოვლენილი კონსულტანტი ყელში ამოუვიდათ უკრაინის მაღალი პოლიტიკური წრის წარმომადგენლებს. და არა მარტო სააკაშვილი. ამბობენ, რომ საკვანძო თანამდებობებზე ქართველების, ანუ უცხოელების დანიშვნა უკრაინელთა უმრავლესობას გულზე არ ეხატება და ისინი პოროშენკოს ამას არ აპატიებენ.

 

სანდო წყაროს ინფორმაციით, უკრაინული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად საყვედურობს პეტრე პოროშენკოს „ქართული დაჯგუფების“ გააქტიურებას, რადგან ამ ჯგუფის გადაწყვეტილებები წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. მაგალითად, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეადგინა სია მაღალი რანგის მოხელეებისა, რომლებიც თითქოსდა კორუფციის ბრალდებით უნდა დაიჭირონ. ამ ამბის გახმაურებას ისეთი რეაქცია მოჰყვა,რომ პოროშენკომ „ქართველ რეფორმატორთა“ შეკვეთის შესრულებაზე უარი განაცხადა.

 

ექსპერტთა ვარაუდით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების დანიშვნა უკრაინაში უკრაინელთა არჩევანი როდია – ეს არის ამერიკელი და ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსების დაჟინებული მოთხოვნა. ამით ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადარჩენასა და გაძლიერებას ცდილობენ, რომ სამომავლოდ რაღაცნაირად დააბრუნონ ხელისუფლებაში.

 

საქართველოს სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „ვზგლიადისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს: ჩემი მონაცემებით, სააკაშვილი მართლაც ბევრს არ მოსწონს კიევში და არა მარტო იმიტომ, რომ კორუმპირებულია. მთავარი მიზეზი მისი რადიკალიზმია, რაც რეფორმების გატარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ უკრაინულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად ძაბავს სიტუაციას. სააკაშვილის მოქმედებები სპონტანური და არარაციონალურია. ისეთი პირი უჩანს, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს უკრაინიდან გაქცევა მოუწევთ.

 

როგორც ჩანს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში ერთდროულად მოიმატებს როგორც ატმოსფერული, ისე პოლიტიკური ტემპერატურა. „ნაციონალების“ დაანონსებული მიტინგის საპირწონედ, 21 მარტს ალტერნატიულ აქციას გამართავს „თავისუფალი თაობა“, რომელიც აქტიურად გამოდის სააკაშვილის წინააღმდეგ.

 

 

 

 

გაზეთი „საერთო გაზეთი“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016