reportiori.ge - ნოდარ ხადური: ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:35
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ჩვენ მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და 5 მარტს ინფორმაცია მას წარვუდგინეთ
07 მარტი, 2015. 17:36


ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.  


ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე ვიყავით პასუხისმგებელი და მთავრობას წარვუდგინეთ კიდეც 5 მარტს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას შეახსენა, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა.


გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველო მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სტაბილიზაციის გეგმა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016