reportiori.ge - მიხეილ ღანიშაშვილის ლიტერატურული სემინარები გთავაზობთ ყოველწლიურ პროექტს - „პოეზიის ფესტივალი: ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 06 დეკემბერი, 2024. 02:57
კულტურა
მიხეილ ღანიშაშვილის ლიტერატურული სემინარები გთავაზობთ ყოველწლიურ პროექტს - „პოეზიის ფესტივალი: ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას“
ავტორი:
09 მარტი, 2015. 11:57

 

 


მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები გთავაზობთ ახალ, ყოველწლიურ პროექტს - „პოეზიის ფესტივალი: ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას".


ფესტივალი გაიმართება 2015 წლის 24 მაისს, კვირას, 13:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში (ილტოს ხეობა).


ფესტივალთან დაკავშირებით მიხეილ ღანიშაშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს:

„ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ თავიანთ ურთიერთმილექსებს, ექსპრომტად იკაფიავებენ ცოცხალ გარემოში.


ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იქნებიან ხალხური ესტრადის ცნობილი მომღერალ-შემსრლებლები.


ლექს-კაფიაში მონაწილეობენ:


1. ილტოსხეობელები:

მიხეილ ღანიშაშვილი

ელგუჯა უძილაური

ომარ მარუქაშვილი

შოთა მარუქაშვილი


2. არაგვისპირელები:

ტრისტან მახაური

ვაჟა ხორნაული

ილია ციგროშვილი

რუზველტ მარცვალაშვილი

ბაბუა ალუდაური

დავით ქაფიაშვილი



3. ივრისპირელები:

ცოტნე ალბუთაშვილი

მარიამ ხუცურაული

მაია გონჯილაშვილი

გიორგი ბუჭყურაშვილი

ნიკო ტიღინაშვილი



4. ალაზნისპირელები:

გოჩა ჩეკურიშვილი

ჯარჯი ჯველაური

ცისანა გარაშვილი


5. ლოპოტისპირელები:

დათო თეთრაული

გიორგი წოწკოლაური

ბიძინა მჭედლური

მზია მუსაშვილი


6. მთიულეთ-გუდამაყრელნი:

ადამ ბექაური

მარიამ წიკლაური



7. ქედელები:

შოთა ქუმსიაშვილი


8. კახელები:

ლელა ლაჩაშვილი


9.ლიხსიქითელნი:

კახა შალამბერიძე

ია მშვიდობაძე


---------------------------------



მეგობრებო!


ეს არის მოლექსე-მოკაფიავეთა სავარაუდო სია. ის ჯერ არ არის სრულყოფილი. ხდება მისი დახვეწა.

თუ ვინმეს პირადად გსურთ ფესტივალში მონაწილეობა ან იცნობთ ვინმეს, ვინც ლექსობა-კაფიაობაში ვარგა და ნამდვილად მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას, გთხოვთ, დაუყონებლივ მომაწოდოთ ინფორმაცია.

ამავე დროს: თუ რომელიმე თქვენგანი ამ სიაში აღმოაჩენს თავს, მაგრამ არ ექნება ფესტივალში მონაწილეობის დრო ან სურვილი, ასევე გთხოვთ, თქვენც აუცილებლად მაცნობოთ ამის შესახებ.


----------------------------------------------------------------------


აქვე გავიმეორებ ჩემს პოსტს, რომელიც ამ ფესტივალთან დაკავშირები დავდე ფეისბუქში.

დეტალებს ფესტივალის შესახებ გაეცნობით ქვემოთ:


...


მეგობრებო, ნიჭიერნო და სიტყვამახვილნო!


ამ ბოლო დროს მაინც სულ ჭართალაში მიწევს ყოფნა და გადავწყვიტე, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, კვირას, დღის პირველი (13:00 სთ) საათისთვის, ილტოს ხეობაში, ჩემს მშობლიურ სოფელ ჭართალაში სტუმრად მოგიწვიოთ!



ოღონდ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი სტუმრობა!


ამ დღეს, აქ, ღია ცის ქვეშ, მარტივად და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ გარემოში, ჩატარდება ლექსობა-კაფიაობის სახალხო ფესტივალი!



მე, როგორც ორგანიზატორი, ვიტოვებ უფლებას, წინასწარ მოვიწვიო ის მოკაფიავე-მოლექსენი, რომელნიც ამ ღონისძიების ერთგვარ ბირთვად წარმომიდგენია, თუმცა, ამავე დროს, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს!



ასევე შეუზღუდავია ფესტივალზე დამსწრეთა სურვილიც, ეწვიოთ ილტოს ხეობის ეგზოტიკურ მხარეს, დატკბეთ მისი სილამაზითა და ნაღდი პოეზიის ზეიმით!



ფესტივალზე მოლექსეები, უბრალოდ, წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს, მოკაფიავეები იკაფიავებენ ცოცხალ, ექსპრომტულ გარემოში. არ იქნება არავითარი ადგილების განაწილება, პრიზები, ჯილდოები!



ერთადერთი ჯილდო, რაც ამ დღეს აქედან შეიძლება წაიღოს სტუმარმა, ეს იქნება მსმენელის მიერ დაკრული ტაში, მოწონების შეძახილები და დაუვიწყარი შთაბეჭდილება, გამოწვეული ნახულითა და მოსმენილით!



ვწუხვარ, ამისი განცხადება რომ მიხდება, მაგრამ მე ფინანსები არ მაქვს, რომ საორგანიზაციო საქმეებში რაიმე თანხა ჩავდო. ამიტომ მგზავრობისა და კვების ხარჯები ყველა მონაწილემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს!



მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუასაკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა, ფესტივალზე მოხარშონ ხინკალი, შეწვან მწვადი, გააკეთონ დამბალხაჭოს ხაჭო-ერბო და მიირთან სასმელი.



თუ მოვგროვდებით მინიმალურად საჭირო რაოდენობის ადამიანები, ლექსობა-კაფიაობის სახალხო ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება!



ველი თქვენს გამოხმაურებებს!


გისურვებთ წარმატებებს!


P.S. თუ ფესტივალის სპონსორობით დაინტერესდება ვინმე ან ორგანიზაციულ საქმეებში დახმარების სურვილი გაუჩნდება ვინმეს, შეუძლია მომწეროს პირადში ან დამირეკოს ტელეფონზე: 599 56 17 90;



P. P.S. ფესტივალში მონაწილეობისა და სტუმრად ჩამოსვლის მსურველებმა ყველა შეკითხვა ან წინადადება დაწერეთ აქ, ამ პოსტის კომენტარებში!





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016