reportiori.ge - თეა წულუკიანი: გვეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ეცოდინებათ თუ როგორ შეისწავლონ ბავშვების საქმეები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:40
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: გვეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ეცოდინებათ თუ როგორ შეისწავლონ ბავშვების საქმეები
12 ოქტომბერი, 2013. 13:01

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სასტუმრო "რედისონში"  სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე  ისაუბრა.  მისი განცხადებით არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. 

"ჩვენ მეორე ფაზა წინ გვაქვს და მნიშვნელოვანი სიახლეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომლის მიხედვით  ბავშვებს  ხელისუფლებამ უნდა მისცეს შესაძლებლობა, როდესაც გზას აცდებიან, უკან დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. ასევე დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გვეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ეცოდინება  როგორ შეისწავლონ ბავშვების საქმეები. არასრულწლოვნები არ უნდა ისხდნენ საპატიმროებში დიდებთან ერთად; თუმცა ეს კანონის მიღებამდე სოზარ სუბარმა უკვე გააკეთა. ჩვენ ჩავატარეთ სასამართლო რეფორმის პირველი ნაწილი, ამ საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები შემუშავდა, როგორც სასჯელაღსრულების სისტემის, ასევე პრობაციის სისტემის და იურიდიული დახმარების შესახებ. რეფორმა უკვე შევთავაზეთ პარლამენტს. უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავრთეთ რეფორმის განხორციელებაში, ვიდრე ჩემს წინამორბედს ჰყავდა ამ საბჭოში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოში მოვიწვიე ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მანამდე, რაოდენ გასაკვირიც არ ნდ იყოს, სისხლის სამართლის რეფორმაში მონაწილეობას არ იღებდა" - განაცხადა წულუკიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016