reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: ზვიად სიჭინავა არის ძალადობრივი ხელისუფლების ნაყოფი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:03
საზოგადოება
დათო ლორთქიფანიძე: ზვიად სიჭინავა არის ძალადობრივი ხელისუფლების ნაყოფი
14 მარტი, 2015. 13:31


„სიჭინავა არის ძალადობრივი ხელისუფლების ნაყოფი, რომელიც დაუმსახურებლად მოვიდა ქართული ფეხბურთის სათავეში",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ლორთქიფანიძის თქმით, ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წლის იანვარში ამოეწურა, მან კი თანამდებობაზე ყოფნის  ვადა არაკანონიერად გაიხანგრძლივა.


„სიჭინავა არავის აურჩევია. ვინც აირჩიეს - გიორგი ნემსაძე - მიხეილ სააკაშვილის ახირებების გამო აიძულეს და უარი ათქმევინეს თანამდებობაზე. ეს იყო საერთაშორისო დონის სკანდალი, ფიფას და უეფას პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა.

 

სიჭინავას 2015 წლის იანვარში გაუვიდა პრეზიდენტობის ვადა. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განაგებს არალეგიტიმური პრეზიდენტი. არ არსებობს წესდებაში ისეთი მუხლი, სადაც წერია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აქვს უფლება, გაიხანგრძლივოს თავისი პრეზიდენტობის ვადა",- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.


დეპუტატი სპორტის სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდეს ამ საკითხით. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთის იმიჯს აზიანებს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016