reportiori.ge - 17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 21:54
კულტურა
17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა
17 მარტი, 2015. 14:56



პოეტი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. პოეტი თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი მასწავლებელი იყო. დედა - მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. ძმა - აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.


1899 წელს გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში. 1900 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1908 წელს კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.


1908 წელს გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი შუქი". 1909 წლიდან თანამშრომლობს ჟურნალ ფასკუნჯში".

1910 წელს მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით დემონი" აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვითმკვლელობით.


1910 წელს გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.


1911 წლის ივნისში გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების: კოლხიდის", „მნათობისა" და თანამედროვე აზრის" რედაქციებში.


პერიოდიკაში დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან: აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი, ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი. იმედაშვილი და სხვ.


1912 წელს პოეტმა მონაწილეობა მიიღო გაზეთ თემის" ლიტერატურულ კონკურსში, სადაც მისმა ლექსმა უხილავი" მესამე პრემია დაიმსახურა. 1914 წელს დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.



1916 წელს გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და მეუღლესთან ოლღა ოკუჯავასთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში.


1918 წელს გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.


1919 წელს გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული თავის ქალა არტისტული ყვავილებით" („არტისტული ყვავილები"). 1922 წელს გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ ლომისს".


1922-23 წელს პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანოგალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი". 1924 წელს ჟურნალ მნათობის" მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა", რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა. საბჭოთა მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის დაბეჭდვისათვის, ხოლო ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.


1925 წელს ჟურნალ მნათობის" მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი. 1927 წელს გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. ზარნიშიანი წიგნი", როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე უცნობში".


1927 წელს გამოდის ერთდღიური გამოცემაგალაკტიონი", რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები, გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით: გალაკტიონს - პოეტების მეფეს".

1927 წელს ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება არიფიონი", რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა. 1928 წელს ჩატარდა პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.

1928 წლიდან გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. გარდატეხის პერიოდს" და წერს პოეტურ ციკლებს:ეპოქა", „პაციფიზმი", „რევოლუციუსაქართველოს" და ა.შ.

1928 წელს პოეტი მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ. 1929 წელს მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.


1932 წელს გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.


1935 წელს გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დაცვის პარიზის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.

1937 წელს გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს.


1944 წელს გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1941-45 წლებში გალაკტიონი მუშაობდა გაზეთ კომუნისტის" რედაქციაში და აქვეყნებდა ლექსებს ომის თემაზე.

1943 წელს ზეიმით აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის იუბილე.

1953-57 წლებში გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.



უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო, რამაც გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.


1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. გალაკტიონი დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.



2000 წლის ივნისში საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო გალაკტიონს თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016