ცნობილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს დედას არასდროს მოსწონდა რუსი მოდელი ირინა შეიკი, ის უბრალო, პორტუგალიელ რძალზე ოცნებობდა.პორტუგალიური გაზეთის- Correio da Manha ცნობით, მოხდა ის, რაზეც დიდი ხანია ეჭვობდნენ ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლები, ცოტა ხნის წინ რონალდუ და შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, მათ ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტეს , რაც გოგონამ უარი თქვა რონალდუს დედის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წასულიყო. 31 დეკემბერს, რონალდუს დედა -მარია დოლორეს დუშ სანტუშ ავეირუ 60 წლის იუბილეს აღნიშნავდა.იანვარში, ციურიხში , ოქროს ბურთის პრემიის ასაღებად რონალდუ დედასთან და ვაჟიშვილთან, კრიშტიანუ უმცროსთან ერთად გაემგზავრა და სცენიდან მადლობა მათ გადაუხადა, ირინა კი არც უხსენებია..
.ციურიხი, ოქროს ბურთის გადაცემა.ამ დროს ირინა შეიკი მალდივებზე ისვენებდა და სოციალური ქსელიდან მეგობრებს ეკონტაქტებოდა ისე, რომ სიტყვაც არ დაუძრავს თავის საქმროზე..
ფოტო, რომელიც ირინა შეიკმა მალდივიდან instagram-ზე გამოაქვეყნა.
გასულ წელს, როცა კრიშტიანუ პლანეტის საუკეთესო ბეხბურთელად დაასახელეს, პირველმა მას სცენაზე ირინამ მიულოცა და ცრემლიანი თვალებით ცეცხლოვანი კოცნით დააჯილდოვა, თავად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა კი მადლობა დედას და ირინას გადაუხადა, თან საცოლედაც მოიხსენია. იმავე საღამოს, ინსტაგრამზე, თავის მიკრობლოგში ირინამ დაჯილდოების ამსახველი ფოტო დადო და მიაწერა "
უზომოდ ამაყი ვარ!"
დაჯილდოება გასულ წელს
გაზეთს იგივე ინფორმატორმა საინტერესო სიახლეც აცნობა. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელი თავის ბავშვობის მეგობარ, პორტუგალიელ მსახიობ რიტა პერეირასთან ერთად შენიშნეს ღამის კლუბში. ამბობენ, სწორედ მის მხარეს იხრება ქალბატონი დოლორესის სიმპატიები, რადგან ირინაში მან ვერ დაინახა პატარა კრიშტიანუსთვის დედის ღირსეული შემცვლელი
.
პორტუგალიელი მსახიობი და მოდელი რიტა პერეირა
ლამაზი სიყვარულის ისტორია დასრულებულია. თუმცა, ვინ იცის, იქნებ შერიგდნენ.
(წყარო: postalioni.com)