reportiori.ge - ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი ჟურნალისტი, რევაზ საყევარიშვილი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:39
მედია
ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი ჟურნალისტი, რევაზ საყევარიშვილი გახდა
ავტორი: ანა ნოდია
14 ოქტომბერი, 2013. 12:59

ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორად რევაზ საყევარიშვილი მეორედ დაინიშნა მან "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დენ ბეიტსი შეცვალა. პირველად, საყევარიშვილმა  ეს თანამდებობდა მას შემდეგ დაიკავა, რაც ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიბრუნა. თუმცა 2013 წლის მარტში საყევარიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 

ტელეკომპანია იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის მიხედვით, კრებას, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, ესწრებოდნდნენ საბჭოს წევრები- ნანა პატარკაციშვილი და მზია თოთლაძე, ხოლო ინა გუდავაძისა და ლიანა ჟმოტოვას ნაცვლად ოქმს ხელი მათმა იურიდიულმა წარმომადგენლებმა კობა კვანტალიანმა და ლაშა ბირკაიამ მოაწერეს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ცვლილება 10 ოქტომბრის თარიღითაა ასახული საჯარო რეესტრში.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და „ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები წევების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბეითსი კვლავაც განაგრძობს „ტელეიმედთან" თანამშრომლობას, როგორც ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016