საპარლამენტო ოპოზიცია ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი სხდობემს, პოლიტიკური დაპირისპირებისთვის იყენებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ კომისია არის ეფექტური მექანიზმი იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო გამჭვირვალე იყოს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არაერთხელ მიმართეს კომისიას საჩივრით, განცხადებებითა და დარღვევებზე მინიშნებებით, თუმცა მათ შენიშვნებს რეაგირება არ მოყოლია.
„ჩვენი მხრიდან არაერთი წინადადება, საჩივარი, განცხადებაა შესული, ინფორმაცია სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ყველაფერს რეაგირება არ მოყოლია. ამას ემატება, კომისიის სხდომაზევე, ჯგუფის თავმჯდომარე - წულუკიანის განცხადებები, რომ მისი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის" განადგურება. პირდაპირ დავსვათ კითხვა, რა აზრი აქვს ამ კომისიაში ყოფნას? როცა უნდათ რომ გადაგიარონ და მაქსიმალურად ხელი შეგიშალონ საარჩევნო კამპანიაში. " - აღნიშნავს, გიოგრი ვაშაძე.
ირინა იმერლიშვილის განცხადებით უწყებათაშორის კომისიაზე, მუდმივად საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს წინასაარჩევნო გარემო.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ არანაირი კანონდარღვევა არ იყოს, საუბარია არა კანონის კონკრეტულ დარღვევებზე, არამედ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს გარემო. ყოველ ჯერზე, როცა ვიკრიბებით უწყებათასორის კომისიაზე, საუბარია როგორ შეიძლება შეიცვალოს კოდექსი უკეთესობისკენ". - აღნიშნავს ირინა იმერლიშვილი.