reportiori.ge - 20 მარტს ოთარ ჭილაძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 07 დეკემბერი, 2024. 22:17
კულტურა
20 მარტს ოთარ ჭილაძე დაიბადა
20 მარტი, 2015. 11:21



პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი ოთარ ივანეს ძე ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს, სიღნაღში, დედის მშობლების სახლში დაიბადა. მისი მამა ივანე ჭილაძე პედაგოგი გახლდათ ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედათამარ მათეშვილისაკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო. ძმა კი - მწერალი. დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეულენანა თოფაძე. ჰყავს ორი შვილი ზაზა და თამარი, და ოთხი შვილიშვილინანა, ანა, ოთარი და ნათელა.

 

 

ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

 

 

მუშაობდა ჟურნალცისკარში 1958–64 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის /მგ მდივანი 1964–73 წლებში, ჟურნალ საბჭოთა ხელოვნების მთავარი რედაქტორი 1973–81 წწ, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი 1981–87 წწ. 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ მნათობის მთავარი რედაქტორი იყო.

 

 

პირველი ლექსები 1952 წელს ალმანახში პირველი სხივი გამოაქვეყნა, 1959 წელს კი პირველი პოეტური კრებული მატარებლები და მგზავრები“. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

 

 

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი ლონდრე (1965).

 

 

1998 წელს მწერალი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

 

 

 

ოთარ ჭილაძე 2009 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016