reportiori.ge - საჭირო გამარჯვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:58
სპორტი
საჭირო გამარჯვება
14 ოქტომბერი, 2013. 17:00

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიელ თანატოლებს უმასპინძლა. შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. წინა ტურში ჰოლანდიელებთან განცდილმა მწარე მარცხმა ალექსანდრე ჩივაძის აღზრდილები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ შეგვენარჩუნებინა, მეტოქის დამარცხება იყო აუცილებელი.

ქართველთა მწვრთნელმა გუნდში ცვლილებებსაც მიმართა და უნდა ითქვას, რომ ამან გაუმართლა კიდეც. ათლეტური საბა კვირკველიას გამოჩენამ დაცვის ცენტრი კარგად შეადუღაბა. ყაზანის „რუბინის" ფეხბურთელი ფლანგებსაც აზღვევდა და ტანმაღალ შოტლანდიელებსაც არაფერს უთმობდა. სხირტლაძის მაგივრად თავდასხმაში ქვილითაია გამოჩნდა. ბევრი იბრძოლა, ბურთსაც იჭერდა, მეორე სართულზეც „კარგად იმუშავა" და პარუნაშვილს, ყაზაიშვილსა და ჯიღაურს ცენტრში ადგილს უთავისუფლებდა. ჩვენების ორივე გოლიც სწორედ ცენტრალური ზონიდან გავიდა.

ჯაბა ჯიღაურმა სულაც გოლი გაიტანა და ამით დაუფასა მწვრთნელს ნდობა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვაკო ყაზაიშვილი. ეს ყმაწვილი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და თუ ამ ფორმაციის გუნდში პირველი ვიოლინოს როლს ასრულებს, არა მგონია პირველ ნაკრებში დაიკარგოს, სადაც სწორედ მისი ამპლუის ფეხბურთელთა აშკარა ნაკლებობაა.

საერთო ჯამში გუნდმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ბევრად უკეთ ითამაშა, ყველამ ბევრი იშრომა და რომ არა ლუის მაკლეოდის საპასუხო გოლი და ჭანტურიას გაცუდებული პენალტი, იქნებ გულშემატკივრებს ჰოლანდიელებთან „ნაჭამი სირცხვილიც" დაევიწყებინათ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016