reportiori.ge - რის სანაცვლოდ ითხოვს რუსული მხარე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:25
კონფლიქტები
რის სანაცვლოდ ითხოვს რუსული მხარე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას?
ავტორი:
21 მარტი, 2015. 16:21


 

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვაცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს პირველ პირებს შორის შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევის დონეზე არ უნდა მოხდეს. რუსული მხარის პირობა ასეთია - ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არა რუსეთის, არამედ თავად აფხაზების და ოსების მიერ არის ოკუპირებული.

 

„ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. დიპლომატიური ურთიერთობები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სასაუბროც ბევრი გვექნებოდა და მაღალ დონეზე შეხვედრის პერსპექტივაც იარსებებდა.

 

პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული. ვფიქრობ, არც რუსეთის და არც საქართველოს პრეზიდენტი არ დათანხმდება ისეთ შეხვედრას, რომლის მიზანიც მხოლოდ ხელის ჩამორთმევა იქნება. თუ იქნება კონკრეტულ თემებზე და დღის წესრიგზე საუბარი, მე პირადად წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. ვიდრე საქართველოში იფიქრებენ, უწოდებენ და კვალიფიკაციას გააკეთებენ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მანამდე ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. თუ დავსვამთ კითხვას, ვის მიერ არის ოკუპირებული, პასუხი იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპირებულია ოსების და აფხაზების მიერ. სტატუსი ამ მოსახლეობის არჩევანია და კავშირი არ აქვს რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეყოს ვაჟკაცობა, თქვას, რომ ამ თემების განხილვა მოხდეს ორმხრივ ფორმატში, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს დამატებითი გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაბლოკილი თემა იქნება",- განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა „მოამბესთან" საუბარში.


 



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

 


 

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016