reportiori.ge - მერაბ კოკოჩაშვილს 80 წელი შეუსრულდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 12:00
კულტურა
მერაბ კოკოჩაშვილს 80 წელი შეუსრულდა...
22 მარტი, 2015. 20:48



კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,  მერაბ კოკოჩაშვილი 21 მარტს 80 წლის გახდა.

 

ქართველმა რეჟისორმა 1961 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1977 წლიდან იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

მერაბ არჩილის ძე კოკოჩაშვილი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს. კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987), პროფესორი (1998). 1961 დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი.

მისი საკურსო ფილმი “ხმელი წიფელი” (1957, ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით) მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და ვერცხლის მედლით; ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ვენაში საერთაშორისო კინოფესტივალზე. კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: “კარდაკარ” (1960, ო. აბესაძესთან ერთად, დ. კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით), “არდადეგები” (1962, რ. ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით), “მიხა” (1965, მ. ჯავახიშვილის მოთხრობის “მუსუსის” მიხედვით; დიპლომები ობერჰაუზენისა და კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალებზე), “დიდი მწვანე ველი” (1967), “გზა მშვიდობისა, ჯაყო!” (1973, ნ. დუმბაძის “ნუ გეშინია, დედას” მიხედვით), “მწვერვალი” (1976), “ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981), მრავალსერიიანი დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი “გზა” (1984; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1987); დოკუმენტური ფილმები “ფენომენი” (1993); “საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია” (1996), მხატვრული ფილმი “ნუცას სკოლა” (2000) და სხვა. მის ფილმებს მიღებული აქვს მთავარი პრიზები საკავშირო კინოფესტივალებზეც. წლების მანძილზე კოკოჩაშვილი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანია. 1977–იდან კომპანია “ქართული ტელეფილმის” სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

 

„რეპორტიორი“ ულოცავს დიდ ქართველ რეჟისროს 80 წლის იუბილეს და დღეგრძელ სიცოცხლესთან, უკვდავ სახელთან ერთად, საქართველოს მისი მსგავსი სახელოვანი ადამიანების სიმრავლეს უსურვებს.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016