reportiori.ge - ლაშა ბერულავა: თქვენ უნდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ ამ ქვეყანაში კლასიკოსი გვყავდეს, ცოცხალი კლასიკოსი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 17:32
კულტურა
ლაშა ბერულავა: თქვენ უნდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ ამ ქვეყანაში კლასიკოსი გვყავდეს, ცოცხალი კლასიკოსი...
ავტორი:
26 მარტი, 2015. 23:48


 

 

 

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მწერალ გურამ დოჩანაშვილს 76 წლის იუბილეს ულოცავს და მის შემოქმედებას, მოღვაწეობას საქართველოს უდიდეს საგანძურს უწოდებს.


„76 წელი...

თქვენთვის, ბატონო გურამ, ეს არც ცოტაა და არც ბევრი...

თქვენ უნდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ ამ ქვეყანაში კლასიკოსი გვყავდეს, ცოცხალი კლასიკოსი...

 

ვიცი, ბევრს ფიქრობთ და წერთ, წერთ და ფიქრობთ, რადგან საქმე გაქვთ, "თანაც როგორი - ძნელ უკეთესობას მიუახლოვდე და აუხილო შეგუებულებს ამტანი თვალი..." - ზოგჯერ მგონია, რომ უკვე ახვედით იმ მწვერვალზე, "დიადი ვერასოდეს" რომ შეარქვა თქვენმა ერთმა პერსონაჟმა...

 

"და ნეტავ ვინ ბრიყვმა დასძინა პირველად, რომ ქვეყნად იმდენივე აღმართია, რამდენიც დაღმართი! არა, ძმებო!!! აღმართი ცოტაა, დაღმართი - ბევრი!" - ჩვენ, თქვენმა ერთგულმა მკითხველებმა ვიცით, რომ დაღმართს არასოდეს დასდგომიხართ, ახლაც აღმართს ხართ შემდგარი...

 

"თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია" - რამდენი რამ ვისწავლეთ თქვენგან, ბატონო გურამ და ესეც: "მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ".

 

ვიცი, რომ ზუსტად იცით: ჩვენ გვყავს ჩვენი კანუდოსელები, ჩვენი, ვაკეიროებივით მამაცი და ჩაუქი გმირები, რომლებიც კანუდოსელებივით დამარცხდნენ, მაგრამ "მაინც კარგად იბრძოდნენ", ჰეჰეე, რამდენს ქირქილებენ ამაზე მავანნი, მათ რა იციან, რომ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ დამარცხებული არ იყო, რადგან თავისუფლებისთვის იბრძვი...

 

"მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ" - ეს თქვენეული იდეალია, მწერლის იდეალი.

 

მუდამ უწვრთნელ მგელზე ამხედრებული, უწვრთნელი არწივით მხარზე დარჩებით, ბატონო გურამ: გილოცავთ დაბადების დღეს.

 

ბედნიერი ვარ, პირადად რომ მერგო თქვენი გაცნობის პატივი და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ თქვენი დაბადების დღეს ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩახვედით..."- წერს ბერულავა.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016