reportiori.ge - 18 მარტს ლადო გუდიაშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 21:51
კულტურა
18 მარტს ლადო გუდიაშვილის დაბადების დღეა
30 მარტი, 2015. 12:15


 

 

ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა. გუდიაშვილების გვარი წარმოშობით მთიულეთიდანაა. მშობლები მთიელები იყვნენ. მამა - დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა - ელისაბედი - ფასანაურიდან.


მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზეც კი...


იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს და აღფრთოვანებულმა წამოიძახა: - ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება!" ზომერის „ვერდიქტი" ოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.


1910 წლის აგვისტოში ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც თბილისში დაარსა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელმა კავკასიის საზოგადოებამ. 1914 წელს ლადომ დაამთავრა ფერწერისა და ქანდაკების სკოლა პირველი ხარისხის დიპლომით. მას მიანიჭეს მხატვარ-პედაგოგის წოდება და იმავე წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად (1914-1919).


პირველი ნახატები 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალ თეატრსა და ცხოვრებაში". 1915 წელს მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება" და ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების აღწერას, შეგროვებასა და ფრესკების ასლების გაკეთებას მიჰყვეს ხელი. იმავე წელს შეხვდა გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს და საზოგადოებისგან გაგზავნილი დახმარება გადასცა.


გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს ცისფერყანწელებს" (1914-1918).


1917-19 წლებში ლადო გუდიაშვილმა შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან: სტეპკოს დუქანი", „ქრისტინე", კინტოების ქეიფი ქალთან". 1917 წელს თბილისში მოხატა ძველი კაფე ფანტასტიკური დუქანი". 1919 წელს ხუთ მხატვართან ერთად მონაწილეობდა ცისფერყანწელთა" საყვარელი კაფე ქიმერიონის" მოხატვაში.



1919 წელს თბილისში, დიდების ტაძარში მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით გაეგზავნათ პარიზში. გამოფენაზე ლადოს 78 ნახატი და სურათი გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ბოჰემური ყოფის ამსახველი სურათები და საქართველოს წარსულით შთაგონებილი ლეგენდები და სიუჟეტები: თბილისის აღმოჩენა", „ქალი მზეთამზე", „თევზი ცოცხალი", „ხაში", „ძმა-ბიჭების ქეიფი". გადაწყდა საზღვარგარეთ გაეგზავნათ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. 1919 წელს ნახევრად სამგზავრო და ნახევრად სატვირთო იტალიური გემით ფრანს ჟოზეფ" ლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთს გაემგზავრა, სადაც 1926 წლამდე დაჰყო.

იმ წლებში პარიზში ქართველ მხატვართა მცირე კოლონია შეიქმნა. ლადოს და დავით კაკაბაძის გარდა პარიზში იმყოფებოდნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. ადრეულად გარდაცვლილი შალვა ქიქოძის გამოკლებით, ყველანი დაუბრუნდნენ სამშობლოს და ყველამ თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს ახალი ქართული ხელოვნების განვითარებაში.


ლადო პარიზში სწავლობდა რონსონის ე.წ. თავისუფალ აკადემიაში", დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში.


1920 წელს, საშემოდგომო სალონში" მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა - ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანი კინტოების ქეიფი" - ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.


1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის ლა ლიკორნის" გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას - დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად".


1925 წელს კი მხატვრის მეორე გამოფენა მოეწყო, ამჯერად ბიიეს" გალერეაში, რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად.



1925 წელს საფრანგეთში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფია „ლადო გუდიაშვილი".


ლადო გუდიაშვილის წარმატება დღითიდღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის პრადოს" მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.


მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.


1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული („ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; „ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; „საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა). გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს ცისფერყანწელებს" (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ლა რუშის" მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.



გუდიაშვილის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში. თანდათან ხელისუფლებასაც მოუბრუნდა გული, 1958 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ, და ხოლო 1972 სსრკ სახალხო მხატვარის წოდება, 1976 წელს დააჯილდოვეს სოციალისტური შრომის გმირის ორდენით, აგრეთვე 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის" ორდენებითა და მედლებით. 1965 წელს, ბოლო ორი წლის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებისათვის, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1979 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


ლადო გუდიაშვილი 1980 წლის ივლისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016