reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკური კონფერენციების მოწყობა ტრადიცია უნდა გახდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:29
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკური კონფერენციების მოწყობა ტრადიცია უნდა გახდეს
30 მარტი, 2015. 14:31


 

გადაცემა კვირის 20/30"-ში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა   განაცხადა, რომ ეკონომიკური კონფერენცია, სპეციალისტების ორგანიზებით, ტრადიცია უნდა გახდეს.

 

„ჩემი აზრით,  პრობლემაა, რომ სწორი შეფასებები მთავრობის მოღვაწეობაზე არ კეთდება. სწორი შეფასება საწინდარია იმისა, რომ მან გააუმჯობესოს და აამაღლოს მოღვაწეობის  ხარისხი .

 

ჩემს ინიციატივას, რომ ცუდი არ იქნება, ჩვენი ეგიდით   ეკონომიკური კონფერენცია მოვაწყოთ, კარგი გამოხმაურება მოჰყვა.  მოვიწვიოთ ოპოზიციის მხრიდანაც, ვისაც ხელეწიფება და პრეტენზია აქვს, რომ  კარგად იცის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და სახელმწიფო  ამ მიმართულებით, თავის მოვალეობებს როგორ ასრულებს.  წინამდგომ დღესასწაულებს თუ გავითვალისწინებთ, შეკრების მოწყობის კონკრეტული თარიღი 15 აპრილი კარგი იქნებოდა. ოპოზიციის მხრიდანაც მოხდეს წარმომადგენლების შეკრება, ოღონდ არა პოლიტიკოსები, დემაგოგებს ვერ ავიტანთ.  ეს იქნება სპეციალისტების კონფერენცია.

 

კარგი იქნება, ასეთი შეკრების მოწყობა თვეში ერთხელ მოხდეს.  სადაც იქნება დებატები, დისკუსია, კონკრეტული ანალიზები. მოხდება მსჯელობა, ხელისუფლება თავის მოვალეობას რამდენად კარგად ასრულებს.   ამ ანალიზის დროს შეიძლება ძალიან კარგი მიმართულებები გამოიკვეთოს  ეკონომიკის განვითარებისა და  ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს კონფერენცია  ორ ფუნქციას შეასრულებს.  პირველი ის, რომ  ძალიან კარგი მიგნებები შეიძლება გამოჩნდეს ეკონომიკური  განვითარების მხრივ და  არამარტო. მეორე, აქ ხელისუფლების შეფასებაც  ძალიან ობიექტურად მოხდება. ასეთი კონფერენცია, სპეციალისტების ორგანიზებით,  ტრადიცია უნდა გახდეს",  -განაცხადა ივანიშვილმა.

 




 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016