reportiori.ge - დაღუპულთა მემორიალი ქალის შიშველი ბარძაყებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დაღუპულთა მემორიალი ქალის შიშველი ბარძაყებით!
15 ოქტომბერი, 2013. 20:03

გასული სექტემბრის ბოლოს, 27-ში, თბილისის გმირთა მოედანზე ბევრი მივიდა, ბევრი, ვისაც აფხაზეთი მოურჩენელ ჭრილობად გულში აქვს ჩარჩენილი.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.


არადა, ყოველთვის მიდიან მემორიალთან, რომელიც, კაცმა რომ თქვას, სატრანსპორტო ესტაკადების ძირას, კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტობუსების გაჩერებას უფრო ჰგავს, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მარადიული ხსოვნის სიმბოლურ სავანეს.

ვალის მოსახდელად, ფორმალურად არსებულს.

ამ შთაბეჭდილებას ვერც ე. წ. საპატიო ყარაული შეგიცვლით, რომელიც დილით მოჰყავთ საგუშაგოზე და სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სასამსახურო ავტობუსით უკან აბრუნებდნენ: დასაქმების ერთი ობიექტია დედაქალაქის პრობლემურ სივრცეში.

დიდებულების არავითარი ნატამალი, რაც ასეთი სიმბოლური დატვირთვის ადგილისთვისაა დამახასიათებელი - აქ არ ჩანს. არც უფიქრიათ ამაზე, თორემ ნიჭიერ მონუმენტალისტებს საქართველოში რა გამოლევს...

სააკაშვილი თავისი უგულავა-მერაბიშვილი-რურუებით და მეფის კარის იტალიელი არქიტექტორებით, ერთ ხმაზე მომღერალი გუნდის უნიჭობით გვიმტკიცებდა ყოფილი მოედნის ცენტრში დაგრეხილი თაბახის ქაღალდის მსგავსი რაღაც მონსტრი, ან აგურის ქარხნის მილი, რომელსაც საფუძველთან დარღვეული ტყრუშული ღობისგან დარჩენილი სარები აქვს ჩარჭობილი, არის დიდების სვეტი ზეცისკენ აღმართული.

ხოლო ამ სვეტს აწერია დაღუპული გმირების გვარ-სახელები.

ცნობილმა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა თავის დროზე მოსწრებულად შენიშნა, რომ იმ გვარების წაკითხვას მხოლოდ კარლსონი თუ შეძლებს - ადამიანი, რომელსაც ზურგზე პროპელერი აქვს დამაგრებული და ფრენა შეუძლია.

მაგრამ კარლსონი თბილისში არ ცხოვრობს, მისი მშობლიური სახურავი ამ ადგილიდან ძალიან შორსაა.

თანაც, საეჭვოა, რომ ქართული წერა-კითხვა სპეციალურად ამ საქმის შესასრულებლად ისწავლოს.

ხოლო იმათგან, ვინც დაბადებიდანვე ვცხოვრობთ თბილისში, ან ვინც გარდამავალი პერიოდის უკუღმართობამ პროვინციებიდან თბილისში ჩამოსახლება გვაიძულა, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, იმათგან არცერთს, ხაზს ვუსვამ, არცერთს ის გვარ-სახელები იმ სვეტზე არ ამოგვიკითხავს!

მერწმუნეთ!

დაღუპულთა გვარები მარმარილოს თეთრ კედელზეა ამოკვეთილი და ამ კედლის გვერდით მდგარ სტელაზე.

20 წელიწადი გასრულდა გასული თვის ბოლოს, 27-ში, სოხუმის დაცემიდან... თარიღი შავი არშიით... ალბათ, გაისადაც მივალთ გმირთათვის პატივის მისაგებად, ყვავილებით, გვირგვინებით, ან უამისოდ, და მზერას დაგვიტკბობს „პეპსის" შიშველბარძაყებიანი მოცეკვავე გოგოების რეკლამა, რომელიც მაინცა და მაინც აქ იწყება და ზემოთ, მთელ ვარაზისხევს გასდევს.

რომელიღაც პარაზიტული ორგანიზაციის ფულის კეთების შტრიხია, სარეკლამოსი, თუ ალაჰმა უწყის, რა ჰქვია...

დღეს და გუშინ კი არა, კარგა ხანია, ასეთ უადგილობას არავინ შეუწუხებია.

არც აწუხებს!

ეს ხუდადოვის ქუჩაზე ველოსიპედების სავალი გზის გაყვანა ხომ არ არის, უგულავას მაღალი ინტერესის საგანი რომ იყოს, ან რომელიმე ტურისტული ბილიკის ღირსშესანიშნაობა - მიშას თვალში მოსახვედრი?

არავის აზრად არ მოსვლია ამ „პატარა გედების ცეკვის" სარეკლამო ფარის აქედან აღება. ან, ეგებ, ასეთია გლოვისა და პატივის მიგების ახალი წესი და ტრადიცია მოდერნიზებულ საქართველოში?

იქნებ, ტვინების ამგვარად გამორეცხვას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, ახალი ადამიანის აღზრდაზე რომ ლაპარაკობდა?

თუ ასეა, მაშ, მიუღწევია მიზნისთვის და - გილოცავთ!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016