reportiori.ge - დღეს კარლო საკანდელიძე 87 წლის გახდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2024. 17:13
კულტურა
დღეს კარლო საკანდელიძე 87 წლის გახდებოდა
01 აპრილი, 2015. 13:55



კინოსა და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს, ვანის რაიონ სოფ. ზედა ბზვანში დაიბადა.



მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული.


მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი"), გიო (ტარიელ გოლუა"), ოსიკო ხარებაძე (შემოდგომის აზნაურები"), კუჩარა (ყვარყვარე თუთაბერი"), ტოშეკი (რა სიყვარული"), ჭინჭრაქა (ჭინჭრაქა"), ბუთხუზა (ძველი ყომარბაზები"), არისტო ქვაშავაძე (სამანიშვილის დედინაცვალი"), გლეხი და ქმარი (კავკასიური ცარცის წრე"), კეტსბი (რიჩარდ III"), სკრუჯი (შობის ღამის სიზმარი").



კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი „მაგდანას ლურჯაში" იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო „დათა თუთაშხია", სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.



კარლო საკანდელიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მიღებული აქვს საქართველოს ღირსების ორდენი.



2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.



მსახიობი 2010 წლის 29 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016