reportiori.ge - მურმან ჯინორია: ჯერ კიდევ საჭირო ვარ - ეს დიდი სტიმულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:52
კულტურა
მურმან ჯინორია: ჯერ კიდევ საჭირო ვარ - ეს დიდი სტიმულია
01 აპრილი, 2015. 22:13



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი" გაიმართა.

 

„მესამე წელია მოვდივარ და ისე, როგორც დღეს იყო, დარბაზი გადაჭედილია ხოლმე ახალგაზრდებით. მთავარია, რომ ახალგაზრდებს უნდათ ქართული პოეზია და ეს იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ამ საღამოს მთავარი მოქმედი პირისთვის, რომ ძალა მეძლევა, ჯერ კიდევ საჭირო ვარ - ეს დიდი სტიმულია. როდესაც დარბაზიდან მოდის ასეთი ძალა, თავს ვალდებულად თვლი, რომ უფრო მეტი გასცე",- განაცხადა მსახიობმა „რეპორტიორთან" საუბარში.


სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი" ოთხი პირობითი ნაწილისგან - წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული - ტერენტი გრანელთან, ზაფხული - გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016