reportiori.ge - ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:30
კონფლიქტები
ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს
ავტორი:
03 აპრილი, 2015. 20:10


 

 

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, რომელშიც პრეზიდენტმა საქართველოს დეოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.


მსგავსი განცხადებების მთავარი ადრესატი ყოველთვის დასავლური აუდიტორია იყო. რათა დასავლეთის სამყარო დაარწმუნონ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის შუქურაა, რომელსაც მასშტაბური მხარდაჭერა სჭირდება",- ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს დაივიწყებს და არ აპატიებს ქართულ მხარეს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდს, ეთნიკურ წმენდასა და ცხინვალის დაბომბვას.

 

საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების გამო, პასუხი არავის უგია. უფრო მეტიც, თბილისი კატეგორიულ უარს ამბობს, ხელი მოაწეროს ცხინვალისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს და რევაშისტული ამბიციების განსახორციელებლად საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს, რათა, ხელსაყრელი მომენტის შემთხვევაში, ოსეთის ტერიტორია დაიკავოს",- ნათქვამია განცხადებაში.


პრეზიდენტმა 31 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ერთიანი საქართველოს სივრცეში, აფხაზებისა და ოსების პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზების შენარჩუნება უნდა მოხდეს.


 


(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

 

 

 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016