reportiori.ge - ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესასვლელად ემზადება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 07 დეკემბერი, 2024. 21:47
კულტურა
ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესასვლელად ემზადება
ავტორი:
03 აპრილი, 2015. 20:32



საინფორმაციო სააგენტო "აიპრესს"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთაძემ განუცხადა, რომ მარტის ბოლოს იუნესკო-ში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქართულ ანბანთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას წარადგენს. ამის შემდე კი იუნესკო 2 წლის ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის საკითხს.


"იცით, რომ მსოფლიოში 14 დამწერლობა არსებობს. ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა, არცერთ ერს არ წარუდგენია თავის დამწერლობა.  რა თქმა უნდა, ჩვენი ინდენტობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ქართული დამწერლობა და ეს იქნება დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთის.


პირველ რიგში, ეს არის ერთი დამწერლობის, ქართული ანბანის სამი სახეობის კულტურა.  რადგან რეალურად დამწერლობა  ერთია და განვითარების თავისი ეტაპები აქვს. შესაბამისად, ჩვენ მივანიჭეთ მას არამატერიალური კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.  ახლა მიმდინარეობს პროცედურა, მიენიჭოს მას ეროვნული კატეგორია. ამის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ნომინაციის მომზადებისთვის, რაც გულისხმობს ფილმის გადაღებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, როგორც დადგენილი ნორმებია მსოფლიო კომიტეტის მიერ. ამის შემდეგ მოხდება წარდგენა.  ეს არ არის ერთდღიანი პროცედურა. ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს უნდა წარსდგეს მსოფილო მემკვიდრეობის კომიტეტში. ამის შემდგე, მსოფილო მემკვიდრეობის კომიტეტს აქვს დაახლოებით 2 წელიწადი მოახდინოს ამის განხილვა, იმპელემნტაცია და გადაწყვეტილების  მიღება. ასე რომ, ჩვენგან ყველა ის მოთხოვნები, რაც კომიტეტს და იუნესკოს აქვს, დაკამყოფილებული იქნება და ამის მერე მოხდება მისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის. ძეგლის სტატუსის მინიჭება"  -  განაცხადა ანთიძემ. 


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავ კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შესულია სამი ძეგლი: მცხეთა (შესულია3 ძეგლი ), ბაგრატი, გელათი, (ერთი ნომინაცია), უშგულის ჩაჟა (სოფელ უშგული ჩაჟათის უბანი).


მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ნუსხაში შესულია ქვევრის ღვინო.  არათანამედროვე ნომინაციებში, მრავალხმიანი პოლიფონიური ქართული სიმღერა.


2015 წლის მარტიდან იუნესკო-ში მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ნუსხაში შესასვლელად წარდგენილი იქნება ქართული ანბანი.




წყარო: ipress.ge


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016