reportiori.ge - 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით, 18 და 48 წლის მამაკაცები დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:01
სამართალი
14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით, 18 და 48 წლის მამაკაცები დააკავეს
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 12:25

მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან, კავშირის დამყარების ბრალდებით, შს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ კიდევ ორი პირი დააკავა. 18 და 20 წლის მამაკაცებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140- მუხლით წარუდგინეს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ორივე ახალგაზრდას და ამავე საქმეზე იგივე ბრალდებით დაკავებულ 48 წლის მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 18 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის, 14 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. არსებული ინფორმაციით, გოგონაზე ფიზიკური ძალადობა იმ პერიოდში განხორციელდა, როცა ის ბავშვთა სახლიდან ჰყავდათ გაყვანილი.

იმავე დღეს, ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებდა, თუმცა 20 ივლისს, საქმე შს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ გაითხოვა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა განუცხადა, გოგონას დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ დამყარებული 18 და 20 წლის მამაკაცებსაც, რომლებიც პროკურატურამ გოგონას ჩვენების საფუძველზე დააკავა.

„როცა გოგონა ბავშვთა სახლიდან ბებიასთან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ ხდებოდა ხოლმე სექსუალური კავშირის დამყარება. მეორე შემთხვევაში, კი როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, 18 წლის მამაკაცმა და გოგონამ ერთმანეთის ბავშვთა სახლში გაიცნეს, რის შემდეგაც იქვე სოფელში შეხვდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ. ამჟამად გოგონას და დაკავებულთა ჩვენებებიდან გამომდინარე არ იკვეთება, რომ გაუპატიურებას, ან ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა შემდგომში თუ გამოიკვეთა ასეთი ფაქტი, კვალიფიკაცია შეიცვლება და დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდებათ. ამჟამად სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გადაყვანილები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათთან გარყვნილი ქმედების რამდენიმე ფაქტი გამოაშკარავდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016